პარასკევიდეკატრიაფობია – ანუ თუ ვერ იტყვი დაგენძრა

  სიტყვა “paraskevidekatriaphobia”- პარასკევი 13-ის შიში, არის “შემუშავებული” როგორც ფობიის ერთ-ერთი სახე ექიმი Dr. Donald Dossey -ის მიერ, რომელმაც ერთ-ერთ თავის პაციენტს უთხრა, რომ თუ ის ამ სიტყვას სწორად გამოთქვამდა, ის განიკურნებოდა.

  და მართლაც, ძალიან საინტერესო ფაქტია პარასკევი 13. როგორც წესი თანამედროვე კალენდრით წელიწადში ერთხელ უწევს, მაგრამ შეხედეთ 2012 წლის კალენდარს! სამჯერ, სამჯერ იქნება პარასკევი 13. იანვარში, აპრილში და ივლისში. უბრალო დამთხვევაა თუ?

  სტრესის მენეჯმენტის ცენტრი და ფობიის ინსტიტუტი  Asheville-ში, აშშ-ში გვაწვდის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 17დან-21 მილიონ ადამიანს ეშინია ამ დღის. და თქვენ?

  ფაქტები: სასტუმროების 99 %-ს არ აქვთ მეცამეტე სართული, ხოლო თუ შენობა დაბალსართულიანია, მაშინ არცერთ ოთახს არ აწერია 13 ნომერი.  მაგალითად: ბათუმის შერატონს არ აქვს 13-ე სართული.

  მსოფლიოს უმეტეს აეროპორტს არ აქვს მეცამეტე შესასვლელი ან გასასვლელი, ისევე როგორც თვითმფრინავში არ არის მეცამეტე რიგი, სკამი ან ილუმინატორი.

  იტალიელები ამ მხრივ გამოირჩევიან. ფლორენციის ერთ-ერთ ქუჩაზე, 12-ე და 14-ე ნომრებს შორის არის 12.5. წარმოიდგინეთ რა მაგარი მისამართი იქნება. 🙂

 გამონათქვამები ხომ იცით? დამწყებს უმართლებს, შავი კატა – თარსი კატა, გატეხილი სარკე 7 წელი უიღბლობაა ან როცა რამე ცუდს გაიფიქრებთ ან  იტყვით, ხეზე დააკაკუნებთ ხოლმე. დაფიქრდით, მაინც რამდენჯერ გაგიკეთებიათ ეს? რამდენად გჯერათ ცრურწმენების? დაწერეთ კომენტარები. საინტერესო იქნება.

  და ბოლოს მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტი და დღეს ფრთხილად იყავით.

  P.S  ვულოცავ ქეთ ალუკარდს დღევანდელ დღეს.

14 thoughts on “პარასკევიდეკატრიაფობია – ანუ თუ ვერ იტყვი დაგენძრა

  1. მე ძალიან მიყვარს 13 პარასკევი, ვღადაობ ხალხის ცრუმორწმუნეობაზე.. დადიან ეკლესიაში და ღმერთის სწამთ, რომელიც უარყოფს ცრუმორწმუნეობას და დღეს ხალხი ფრთხილობს, ვაიმე რამე არ დაგვემართოსო დღევანდელ დღეს.. კარგი პოსტია.. ისტორია მაინტერესებს ამ ციფრის და თუ მოვახერხე შემდეგ 13 პარასეკვს აუცილებლად დავწერ… 🙂 ნამდივლად სანტერესო პოსტი გამოგივიდა და ეს ფობია თუ გინდა ჩამიმატე პოსტის კომენტარებში, რომელიც ფობიებს და შიშებს ეძღვნება..> http://ourlifegoeson.wordpress.com/2011/04/14/fears/

    ალუკარდს რატო ულოცავ? მას მოსწონს ეს დღე??

    • ძალიან კარგი, აუცილებლად ჩავამატებ. ალუკარდის სტატუსი არ გინახავს facebook-ზე? კი, ძალიან მოსწონს.

  2. სამოქალაქო კოდექსში არსებობდა 666-ე მუხლი და იცით, რა ერქვა? “დაუძლეველი ძალა”. (შესაძლოა, ახლაც არსებობდეს, სამოქალაქო კოდექსი საუკუნეა, არ გადამიშლია).

    გამოთქმაზე გამახსენდა – არსებობს ასეთი ფობია – ჰიპპოტოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების შიში.

    ამით დაავადებულს საკუთარი დიაგნოზი არ უნდა წააკითხო, თორემ ხელში ჩაგაკვდება.

      • ენა მოვიტეხე :), ეს უფრო საინტერესოა იმ ფობიაზე 🙂

  3. სულ ახლახანს გავიგე, რომ 13 რიცხვის და პარასკევის სინთეზი თურმე საშიში ყოფილა 😀 მეშინია არა ის, რას არ მოიფიქრებს ეს ცრუმორწმუნე ხალხი რა 😀 აი, 2012-ის ამბავმა ცოტა დამაფიქრა, ვაღიარებ. ცხადია, უბრალო დამთხვევა მგონია, მარა მაინც 🙂
    შავი კატები სიგიჟემდე მომწონს და თუ გადამირბენს, გავეკიდები და მოვეფერები 🙂 გუშინ პატარა შავი კნუტი მოსკუპდა ჩემთან, რომელ ცრურწმენაზეა საუბარი? იმისთანა საყვარელი იყო ❤
    ჩუმად გეტყვი და ხეზეც არასდროს დამიკაკუნებია, გატეხილ სარკეშიც მილიონჯერ ჩამიხედია (ნუ, ამ მომენტში დედაჩემი არ უნდა მხედავდეს :-D) და არც სხვა ცრურწმენების მჯერა 🙂

  4. wooow!!!!– 2012 ის შესახებ ინფორმაციამ დამაფიქრა. ისე 13 პარასკევი მსოფლიოში კუდიანების დღედ არის ცნობილი და ყველაზე კარგი დროა მჩხიბავებისთვის. 🙂

  5. სამოქალაქო კოდექსი დღემდე ნამდვილად არსებობს დაუძლეველი ძალინ მუხლი, ნომრით 666 🙂
    შორს ცრურწმენები ჩემგა. მშვენიერი დღე იყო ეს პარასკევი. არც გამხსენებია მე თუ 13 იყო…

  6. არასოდეს მჯეროდა ცრურწმენების, მაგრამ ბოლო პარასკევი ცამეტი როცა დაემთხვა ისეთი უკუღმართი და ჯანდაბა დღე გამოდგა ჩემთვის რომ ცოტა არ იყოს და დამაფიქრა 🙂 წელს მშვიდობით ჩაიარა ჰუჰ :)))) ისე არ ვიცოდი ეს ინფორმაცია.. ძალიან საინტერესოა :)))

  7. პოსტი მომეწონა. მიყვარს მოკლედ გადმოცემული საინტერესო ამბები. დიდი რომ არის ვჯახირობ ხოლმე.
    ღია კარი, შავი კატა, კიბის ქვეშ გავლა, ხეზე სამჯერ მიკაკუნება, მიცვალებულის სხენების დროს ცხვირი რომ არ უნდა დააცემინო.. აამ, იმდენია. დედაჩემს ეშინოდა ყოველთვის, ჰოდა, ახლა მეც გადმომედოსავით.. ^^

დატოვე კომენტარი