Welcome to Batumi Summer 2011

  ყველამ იცით, რომ ბათუმში წელს ცხელ ზაფხულს ელოდებიან, ოღონდ ჯერ-ჯერობით წვიმს. ყველა და ყველაფერი ლამაზდება და “ევროსტაილის” პონტში უნდა იყოს. ისედაც ლამაზ ბულვარს კიდევ შეემატა 7 კმ-ი ახალი ბულვარი, სადაც წინა ზაფხულს ხდებოდა ძირითადი ღონისძიებები თუ კონცერტები.

  ეს ძველი ბულვარია, რომელიც უფრო აშენდა და ბევრჯერ უკეთ გამოიყურება. wi-fi ინტერნეტითა და თანამედროვე იერსახით.  

 

 

 აქედან იწყება ახალი ბულვარი. ხედი გადაღებულია ახალი იუსტიციის სამინისტროდან. მერწმუნეთ ამაზე ორიგინალური და თანამედროვე იუსტიციის სამინისტრო მსოფლიოში არ არის. ახალ ბულვარშია აგრეთვე ახალი მოდერნ სკულპტირები და ცნობილი “Bamba Rooms”-ი.

  წელს პირველად ივლისში იქნება “MTV LIVE Batumi” და უკვე მერამდენედ (ზუსტად არ ვიცი) Black Sea Jazz Festival. ივლისში ბათუმში ჩამოდიან: Sting, Macy Gray, Yellow Jackets, Stanley Jordan, Space Jam, Men in Brass, Justin Bieber, Lady Gaga, The Timbaland, Justin Timberlake, Cristina Aguilera,  Scissors Sisters,  Black-Eyed Peas, Night Jazz  და ბევრი სხვა საინტერესო შემსრულებელი. ეს იქნება დაუვიწყარი შოუ ბათუმის ისტორიაში. ელოდებიან რომ კონცერტს დაესწრება 60 ათასამდე ტურისტი. ბათუმის მოსახლეობის 1/3. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ივლისში თითქმის ყველა სასტუმროში ადგილები დაჯავშნულია. პირველ ადგილზე კი რათქმაუნდა შერატონია, რომელიც სიამოვნებით მიიღებს ყველა მსურველს, (თუ ადგილი არის რათქმაუნდა) და შესთავაზებს დაუვიწყარ სერვისს და შთაბეჭდილებებს.

  აიღეთ სესხი, დაზოგეთ, დახურეთ ანაბრები და ჩამობრძანდით ბათუმში.

  ნახეთ ეს სურათები და თქვენ გულგრილი არ დარჩებით. ასე რომ გელით…

 

  გახსოვდეთ, ყოველთვის ჯობია ერთჯერ ნახო, ვიდრე ათასჯერ გაიგონო (ან წაიკითხო)…

10 thoughts on “Welcome to Batumi Summer 2011

  1. იუსტიციის სამინისტრო თუ იუსტიციის სახლი?

    სამინისტრო, ეზ აი ნოუ, ერთია და სახლი რამდენიმე ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში.

    ივლისში კრის ბოტი ჩამოდის ბათუმში. სამში აქვს კონცერტი.

    • იურიდიულ ტერმინებში მართალი ხარ. კი სამში ჩამოდის სტინგი და კრის ბოტი. ჩამოხვალ მოლი?

  2. ვაიმე😦
    როგორ მინდა ახლა მაქ ვიყო, ვერც წარმოიდგენ… მომენატრა ჩემი ბათუმი სიგიჟემდე და ეს მინდოდა ახლა მე?😦
    დელფინარიუმი მზადაა ანუ უკვე? იუსტიციის სამინისტროც დასრულდა? ვახ, რამდენი ამბები მოხდარა!..
    ჯანდაბა, ტურისტი მგონია თავი!..😦

    სტინგს ველოდები კაი ხანია და ბილეთის ფასი ვერ გავიგე. ბლექ აიდ ფისიც გამიხარდა, აგილერაც “ნარმალნა” პრინციპში. მარა სტინგი ყველაზე მეტად მიხარია და ისე ველოდებიიი ^_^ მარა ეჭვი მაქვს, რომ იმხელა თანხას დაადებენ ბილეთს, არ გამემეტება😦

    მადლობა გრიო ბათუმისთვის ^_^

  3. მანდ ვინც ჩამოთვალე, გიო, ყველას ერთად მირჩევნია ბოტი🙂 ვნახოთ. სამამდე ჯერ ადრეა. სამსახურის გადამკიდე, ასეთ შორეულ გეგმებს ვერ ვაწყობ.

  4. მინდა მინდა მინდააააააააააააააააააააააააააა

  5. მე ჩამოვალ!!! ერთი თვით!!!! ბათუმი, როგორ მომენატრა..😦 გრიო, ტურისტულში ივარგებდი შენ, რავარი ლამაზი ტურ-რეკლამა გამოგივიდა🙂

  6. ნუ სკულტურული ჯგუფი მეტსახელად “ალი და ნინო” და კიდვ სხვა ქანდაკებებიც, არ მომწონს, მაგრამ… ნუთუ ლედი გაგა და ქრისტინა აგილერა ჩამოდიან? წოოწ.. ვინ იფიქრებდა…

    მოლ, მეც ქრის ბოტი დადამატებით სტინგიც, მირჩევნია მანდ ჩამოთვლილს :დ :დ

    • აბა, აგილერა რომ მოგწონდეს გამიკვირდებოდა.🙂

      • აგილერას აქვს კარგი სიმღერებიც, ამორჩევა შეიძლება : ) თან ხმა ძლიერი აქვს, ამის უარყოფა ჩემი მხრიდან სისულელე იქნება.
        მაგალითად, hurt – კარგია : ) თუმცა სტინგი სხვა რაღაცის გამო მიყვარს ^_^ გემოვნებიანი მუსიკა აქვს, მელოდიური, თვითონ მომღერლის ხმის ტემბრიც სასიამოვნოდ ჯდება..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s