Batumi Jazz Festival 2012 დაიწყო

ბათუმის ჯაზ ფესტივალი დაიწყო. ხვალიდან ბათუმი საინტერესო,  უფრო ხალისიანი და უფრო ხმაურიანი იქნება. წელს უფრო მრავალფეროვანი პროგრამაა და რათქმაუნდა ეს ყველაფერი Eastern Promotions-ის წყალობით. 22 ივლისამდე ბათუმის ბულვარში და კოლონადებთან ცოცხალი წარმოდგენებია დაგეგმილი. თქვენს წინაშე წარდგებიან: Men In Brass, Larry Graham, Beka Gochiashvili Sextet, Joey Calderazzo Trio, Dj Logic, Sergio Mendes, Butterscotch და Bacha Mdzinarashvili Quintet with Darren barrett. მთავარი ვარკვლავი კი Dj Set by Taboo of The Black Eyed Peas იქნება.

  20, 21 და 22 ივლისს თქვენ გელით დაუვიწყარი საღამო და After Party კლუბში ”Take Five”. ბილეთები ჯერ-ჯერობით იშოვება, მაგრამ უნდა იჩქაროთ. სხვა დანარჩენისთვის იხილეთ ეს გვერდი.

P.S მე თუ მკითხავთ ცოტა გადაკარით სანამ წახვალთ, ასე უფრო ისიამოვნებთ.🙂

 

სისხლიანი ბრილიანტი

ბევრი მათ ეთაყვანება. ბევრს აინტერესებს. ბევრი აღტაცებაში მოჰყავს. ბევრი მათ დასანახად მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს მიაშურებენ. ფაქტი კი ერთია, მათ სისხლიანი წარსული აქვთ.

ბრილიანტი ”ჰოუპი”, ყველაზე ცნობილია თავისი ისტორიით.  ის ამჯამად ინახება ”smithsonian institution in washington dc”. ის ამშვენებს კოლიეს, რომელიც კარტიეს მიერ არის შესრულებული. 

ის ღია საფირისფერია და უმაღლესი სისუფთავე ახასიათებს. მის ირგვლივ 16 ბრილიანტის ქვაა. სულ კი კოლიეში გამოყენებულია 45 ქვა.

იწონის 45,52 კარატს. (1 კარატი – 0,2 გრამი)

ამ ქვას თავისი ისტორიის მანძილზე უბედურება მოჰქონდა მფლობელითვის. მისი ისტორია ინდოეთიდან იწყება, სადაც ის მოიპარა ინდური ღმერთის ”რამის” ტაძრიდან მოგზაურმა ჟან ბატისტ ტავერნიემ და ”პირიმზე მეფეს” ლუდოვიკო 14-ეს მიართვა. მეფის ბრძანებით ქვას დაამუშავეს და მან თავის ფავორიტ ქალს აჩუქა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ტავერნიე თავისი მორიგი მოგზაურობის დროს ძაღლებმა დაგლიჯეს. მეფის კარზე კი შავმა ჭირმა იფეთქა. ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ქვას უბედურება მოჰქონდა. მალე მეფემ ცეკვის დროს ჟანგიან ლურსმანს დააბიჯა და განგრენისგან გარდაიცვალა. ქვა დედოფალ მარია-ანტუანეტას მფლობელობაში გადავიდა, რომელიც აძლევდა ნებას იმდროისთვის გვირგვინში ჩასმული ბრილიანტი ეტარებინა პრინცესა ლამბალს, რომელიც მალე მოკლეს. ამის შემდეგ კი თვით მარია-ანტუანეტას მოკვეთეს თავი.

ludovico xivქვა ხელიდან ხელში გადადიოდა. 1830 წელს ის შეიძინა კოლექციონერმა ჰოუპმა. 1901 წელს კი მისმა შვილიშვილმა ბანქოს ვალის გამო ქვა მიჰყიდა სულთან აბდულ ხამიდს, რომელმაც ის თავის მეუღლეს აჩუქა. მისი მეუღლე მალე გაუპატიურებული და მოკლული ნახეს. თვითონ სულთანი კი ტახტიდან ჩამოაგდეს და გააძევეს. მალე ის გარდაიცვალა. შემდეგი მფლობელი რუსი თავადი კორიტკოვსკი იყო. მან ბრილიანტი ფრანგ მოცეკვავე ქალს აჩუქა და მალევე იარაღით მოკლა ეჭვიანოს გამო. თვითონ კი ყაჩაღთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემდეგი მისი ესპანელი მფლობელი (სახელი არაა ცნობილი) ზღვაში დაიხრჩო. შემდეგ ის ეველინ უოლშ მაკლიშს ჩაუვარდა ხელში. მან პირველ რიგში ეკლესიას აკურთხებინა დაწყევლილი ქვა, მაგრამ ამანაც არ უშველა. მისი მეუღლე ლოთობისგან საგიჟეში გარდაიცვალა, უფროსი ვაჟი მანქანამ გაიტანა, ქალიშვილმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბოლოს ქვა ვაჭარ ჰარი უინსტონს ჩაუვარდა ხელში, თუმცა რატომ მას არაფერი ცუდი არ დაემართა არავინ იცის. ალბათ იმიტომ, რომ მან ქვა სახალხოდ გამოფინა და შემოსულ ფულს ქველმოქმედებაში იყენებდა. თუმცა მაინც თავი დაიზღვია და ფოსტით გააგზავნა სისხლიანი ბრილიანტი სმიტსონის ინსტიტუტში, სადაც ის დღემდე ინახება და ელის მომავალ მფლობელს…

 

 

მომყიდე გრძნობა

სევდით გათანგულს მომერია ისევ მთქნარება

კვლავ მეცლება ფეხქვეშ იმედის ბურჯები…

გრძნობით მოვაჭრე ალერსსაც ითხოვს, თუმცა ხანდახან

სიბრაზისგან ეგოისტი მაინც ვლურჯდები.

თავს დავესხმები ძველ ბოთლს, ისევ ეჭვიანს

გამოსწორება არ მიწერია მე შენს ქებაში,

ოცნების ნისლი მეჩაგრება შმაგი ქარისგან

მე გაგიცვალე შიშის გრძნობა პატიებაში…

ღრუბელის ნაგლეჯს, რომელიც მივამსგავსე ჩემეულ ყოფას

გულის სიღრმეში გამოვუცხადე უაზრო ნდობა,

სხეულის გარდა არ გამაჩნია მე არაფერი

დავთმობ ყველაფერს, ოღონდ მომყიდე გრძნობა…

როგორც მორიგი, სინანულით შევჭამე დარდი

ტვინი მიდნება სიცხისგან, როგორც სანთელი

ააწიოკებს ქარი უდაბნოს და მიატოვებს

რჩება ტრფობის ფანტელი… კორიანტელი…

სანა

გუშინ ვიტირე დამღალა სევდამ

შენს ღვთიურ სახეს ისევ მოველი,

მთელი საღამო იდარდა დედამ

არ მინდა ქალაქი, მინდა სოფელი.

*     *     *     *     *

წუხელ ტერენტის ლექსი გიკითხე

შენც ცუდად იყავ და გჭამდა სევდა,

დაობილ გულიდან დავკარგე სითხე

იმ წითელ სითხეს კი ყორანი ლევდა…

*     *     *     *     *

დაღლილ, დაბმულ ხეებს ქარი აწვალებს,

შეჭმული მთვარე სიკვდილსაც ელის,

თეთრ-ცისფერი ოცნება მაწვალებს

და არ ვიცი მე რა მელის?…

10 ადგილი სადაც უნდა გაატაროთ თაფლობის თვე ან უიკენდი მაინც…

ეს 10 სასტუმრო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული. ყველაზე რომანტიკულ და გასაოცარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაივიწყეთ ყველაფერი. მოდუნდით და ნახეთ ეს ადგილები, სადაც თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი  გაატარებთ თუნდაც 1 დღეს მაინც…

მე-10 ადგილი.  Sheraton Addis. ადის აბება. ეთიოპია

მე-9 ადგილი. Hotel Romazzino Costa Smeralda. პორტო ჩერვო. სარდინია. იტალია

მე-8 ადგილი. Tambo del Inka Resort and Spa Valle Sagrado. ურუმამბა. პერუ

მე-7 ადგილი. Prince De Galles. პარიზი. საფრანგეთი

 

მე-6 ადგილი. W Hollywood. ჰოლივუდი. კალიფორნია. აშშ.

მე-5 ადგილი. W Barcelona. ბარსელონა. ესპანეთი

მე-4 ადგილი. Grosvenor House Dubai. დუბაი. ემირატები.

მე-3 ადგილი. Sheraton Rio. რიო დე ჟანეირო. ბრაზილია

მე-2 ადგილი. St. Regis Bali. ნუსა დუა. ბალი. ინდონეზია

და 1-ლი ადგილი. W Retreat and Spa Maldives. მალდივის კუნძულები.

აი, სულ ეს არის. დამატებითი ოცნებები იპოვეთ აქ და რაც მთავარია, სხვა ყველაფრისთვის მასტერკარდი არსებობს. იმედი მაქვს პოსტი მოგეწონათ. გისურვებთ რომ 2012 წელს აგისრულდეთ ერთი ასეთი ოცნება…

მე დავბრუნდი

მე დავბრუნდი…

ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა…

ვიცი, ბევრს ფეხებზე კიდია, მაგრამ მაინც…

ბევრი საინტერესო და მოსაწყენი პოსტები გამოვტოვე (მაგალითად ასეთი), მაგრამ არაფერია. გადავხედავ ცალი თვალით.

მომენატრეთ ზოგიერთები. ძნელი ზაფხული მქონდა. ბევრი ვიმუშავე და საერთოდ არ დამისვენია. ჩემი ტესსა პირველ კლასელია. დიდი სიხარულით დადის სკოლაში. ცეკვაშიც… მალე შვებულებაში გავდივარ… მიხარია…

რა გამომრჩა ხალხო? დამილინკეთ გთხოვთ.

Welcome to Batumi Summer 2011

  ყველამ იცით, რომ ბათუმში წელს ცხელ ზაფხულს ელოდებიან, ოღონდ ჯერ-ჯერობით წვიმს. ყველა და ყველაფერი ლამაზდება და “ევროსტაილის” პონტში უნდა იყოს. ისედაც ლამაზ ბულვარს კიდევ შეემატა 7 კმ-ი ახალი ბულვარი, სადაც წინა ზაფხულს ხდებოდა ძირითადი ღონისძიებები თუ კონცერტები.

  ეს ძველი ბულვარია, რომელიც უფრო აშენდა და ბევრჯერ უკეთ გამოიყურება. wi-fi ინტერნეტითა და თანამედროვე იერსახით.  

 

 

 აქედან იწყება ახალი ბულვარი. ხედი გადაღებულია ახალი იუსტიციის სამინისტროდან. მერწმუნეთ ამაზე ორიგინალური და თანამედროვე იუსტიციის სამინისტრო მსოფლიოში არ არის. ახალ ბულვარშია აგრეთვე ახალი მოდერნ სკულპტირები და ცნობილი “Bamba Rooms”-ი.

  წელს პირველად ივლისში იქნება “MTV LIVE Batumi” და უკვე მერამდენედ (ზუსტად არ ვიცი) Black Sea Jazz Festival. ივლისში ბათუმში ჩამოდიან: Sting, Macy Gray, Yellow Jackets, Stanley Jordan, Space Jam, Men in Brass, Justin Bieber, Lady Gaga, The Timbaland, Justin Timberlake, Cristina Aguilera,  Scissors Sisters,  Black-Eyed Peas, Night Jazz  და ბევრი სხვა საინტერესო შემსრულებელი. ეს იქნება დაუვიწყარი შოუ ბათუმის ისტორიაში. ელოდებიან რომ კონცერტს დაესწრება 60 ათასამდე ტურისტი. ბათუმის მოსახლეობის 1/3. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ივლისში თითქმის ყველა სასტუმროში ადგილები დაჯავშნულია. პირველ ადგილზე კი რათქმაუნდა შერატონია, რომელიც სიამოვნებით მიიღებს ყველა მსურველს, (თუ ადგილი არის რათქმაუნდა) და შესთავაზებს დაუვიწყარ სერვისს და შთაბეჭდილებებს.

  აიღეთ სესხი, დაზოგეთ, დახურეთ ანაბრები და ჩამობრძანდით ბათუმში.

  ნახეთ ეს სურათები და თქვენ გულგრილი არ დარჩებით. ასე რომ გელით…

 

  გახსოვდეთ, ყოველთვის ჯობია ერთჯერ ნახო, ვიდრე ათასჯერ გაიგონო (ან წაიკითხო)…