სისხლიანი ბრილიანტი

ბევრი მათ ეთაყვანება. ბევრს აინტერესებს. ბევრი აღტაცებაში მოჰყავს. ბევრი მათ დასანახად მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს მიაშურებენ. ფაქტი კი ერთია, მათ სისხლიანი წარსული აქვთ.

ბრილიანტი ”ჰოუპი”, ყველაზე ცნობილია თავისი ისტორიით.  ის ამჯამად ინახება ”smithsonian institution in washington dc”. ის ამშვენებს კოლიეს, რომელიც კარტიეს მიერ არის შესრულებული. 

ის ღია საფირისფერია და უმაღლესი სისუფთავე ახასიათებს. მის ირგვლივ 16 ბრილიანტის ქვაა. სულ კი კოლიეში გამოყენებულია 45 ქვა.

იწონის 45,52 კარატს. (1 კარატი – 0,2 გრამი)

ამ ქვას თავისი ისტორიის მანძილზე უბედურება მოჰქონდა მფლობელითვის. მისი ისტორია ინდოეთიდან იწყება, სადაც ის მოიპარა ინდური ღმერთის ”რამის” ტაძრიდან მოგზაურმა ჟან ბატისტ ტავერნიემ და ”პირიმზე მეფეს” ლუდოვიკო 14-ეს მიართვა. მეფის ბრძანებით ქვას დაამუშავეს და მან თავის ფავორიტ ქალს აჩუქა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ტავერნიე თავისი მორიგი მოგზაურობის დროს ძაღლებმა დაგლიჯეს. მეფის კარზე კი შავმა ჭირმა იფეთქა. ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ქვას უბედურება მოჰქონდა. მალე მეფემ ცეკვის დროს ჟანგიან ლურსმანს დააბიჯა და განგრენისგან გარდაიცვალა. ქვა დედოფალ მარია-ანტუანეტას მფლობელობაში გადავიდა, რომელიც აძლევდა ნებას იმდროისთვის გვირგვინში ჩასმული ბრილიანტი ეტარებინა პრინცესა ლამბალს, რომელიც მალე მოკლეს. ამის შემდეგ კი თვით მარია-ანტუანეტას მოკვეთეს თავი.

ludovico xivქვა ხელიდან ხელში გადადიოდა. 1830 წელს ის შეიძინა კოლექციონერმა ჰოუპმა. 1901 წელს კი მისმა შვილიშვილმა ბანქოს ვალის გამო ქვა მიჰყიდა სულთან აბდულ ხამიდს, რომელმაც ის თავის მეუღლეს აჩუქა. მისი მეუღლე მალე გაუპატიურებული და მოკლული ნახეს. თვითონ სულთანი კი ტახტიდან ჩამოაგდეს და გააძევეს. მალე ის გარდაიცვალა. შემდეგი მფლობელი რუსი თავადი კორიტკოვსკი იყო. მან ბრილიანტი ფრანგ მოცეკვავე ქალს აჩუქა და მალევე იარაღით მოკლა ეჭვიანოს გამო. თვითონ კი ყაჩაღთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემდეგი მისი ესპანელი მფლობელი (სახელი არაა ცნობილი) ზღვაში დაიხრჩო. შემდეგ ის ეველინ უოლშ მაკლიშს ჩაუვარდა ხელში. მან პირველ რიგში ეკლესიას აკურთხებინა დაწყევლილი ქვა, მაგრამ ამანაც არ უშველა. მისი მეუღლე ლოთობისგან საგიჟეში გარდაიცვალა, უფროსი ვაჟი მანქანამ გაიტანა, ქალიშვილმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბოლოს ქვა ვაჭარ ჰარი უინსტონს ჩაუვარდა ხელში, თუმცა რატომ მას არაფერი ცუდი არ დაემართა არავინ იცის. ალბათ იმიტომ, რომ მან ქვა სახალხოდ გამოფინა და შემოსულ ფულს ქველმოქმედებაში იყენებდა. თუმცა მაინც თავი დაიზღვია და ფოსტით გააგზავნა სისხლიანი ბრილიანტი სმიტსონის ინსტიტუტში, სადაც ის დღემდე ინახება და ელის მომავალ მფლობელს…

 

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s