ყველაფერი ოქროს შესახებ

  წინა პოსტში დაპირებულ ოქროს მრავალფეროვნებას და მის თავისებურებებს ახლა შემოგთავაზებთ. როგორც უვე ვთქვით, ოქროს 23-მდე ფერის ტონალობაა და მათი უმეტესობა გამოიყენება საიუველირო შედევრების შესაქმნელად. 

  ყველაზე გავრცელებული ვარიანტია სამი ფერის შეხამება: თეთრი, წითელი და ყვეთელი ოქრო. ამ ტონალობის შეხამებით გამოირჩევა “კარტიეს” ცნობილი ფირმა. ეს ბეჭედი არის პლატფორმის ტიპის, სამფეროვანი ოქროს შეხამება ბრილიანტების კანალური წყობით. ბეჭდის ქვედა მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ბრილიანტების საერთო კარატობა და ოქროს სინჯი. (18კ)

 ორივე ბეჭედი სამი სხვადასხვა, მაგრამ განუყოფელი ნაწილებისგან შედგება.  

 არსებობს შავი ფერიც, რომელსაც ემალთან ერთად იყენებენ. ასეთი სინთეზი ოქროს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.   აქ შეხამებულია წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ოქრო ემალთან ერთად. ამ სინთეზით ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფირმაა Roberto Bravo, რომლის კოლექციებიც საიუველირო ნიმუშებია. მათ ნამუშევრებში შერწყმულია იტალიის საიუველირო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ყველა მათი ნამუშევარი ერთადერთია და ხელითაა შექმნილი.

ყველა ეს ნამუშევარი რომანტიკულ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. ყველაზე გამორჩეული კი კოლექციაა სახელად “სამეფო პეპლები”. თითოეულ ამ ბეჭედზე თითქოს ცოცხალი პეპელაა და აფრენას ლამობს.

  ფერთა შეხამება იდეალურია ყვეთელ ან შავ ოქროსთან, როცა გამოიყენება კონიაკისფერი ან ყვეთელი ბრილიანტები, რომლებიც უიშვიათესია ბუნებაში. ასეთი ბეჭდის დამზადება სჭირდება დაახლოებით 4-დან 8 კვირამდე. ის გადის შედნობის რამდენიმე  ეტაპს და ბოლოს სპეციალური ლაზერით ხდება დეტალების შერწყმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს 10-15 წლის მუშაობის შემდეგ მხედველობის პრობლემებს განიცდიან. მაგ: ერთი ძვირფასი ქვა რომ იქნას ჩასმული ამ ნაკეთობაში საჭიროა 2-დან 8-საათამდე.

როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს საჭიროებს. დაკბით ამ სილამაზით…

8 thoughts on “ყველაფერი ოქროს შესახებ

  1. ლამაზია. განსაკუთრებით პირველი ორი მომეწონა. მაგრამ საცოდავი სპეციალისტები😦

  2. რა მაგარი ხარ, რა კარგი პოსტია,ტემაც ძალიან საინტერესო
    შესანიშნავი ნაკეთობებია,ყველა ძალიან მომეწონა,ბეჭდები როგორი ორიგინალურიააააააააა
    love love love

  3. ვაააიმე..
    ვაიმე, პირველი ბეჭედი..
    რა საოცრებაა..
    რა გოჭობაა..
    რა სილამაზეობაა…
    ვაიმე, მართლა რა კარგობააა..
    მინდა, მინდა, მინდა..
    აი, ვსიო..
    ეგ არის ჩემი ბეჭედი..
    მაინც რამდენი ეღირება? ძალიან ძვირი, არა? მიიინდა.. ვაიმე, როგორ მინდა..
    ვსიო, ფულს შევაგროვებ და ვიყიდი.. ^^

  4. პოსტი კარგია, მაგრამ ოქრო არ მიყვარს…რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს.. 🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s