ქაფიანი სექსი ქემერში

  ქემერი. ანტალია. თურქეთი. 2008 წელი. შემთხვევით გავიცანი ნატა, ალექსა და ოლია. ნატას გრძელი ფეხები აქვს. ალექსას ლამაზი ტუჩები და კოხტა მკერდი, ხოლო ოლია უკვე მზადაა, უფრო სწორად სულ მზადაა… ლუდზე ვპატიჟებ და ვეცდები უფრო მეტი გავიგო. პეტერბურგიდან ვართ, – მეუბნება ნატა და იღიმის. ალექსა თითით ოლიას ფეხებს ეხება და მეუბნება რომ არ არის ნამყოფი აქ, მაგრამ ძალიან უნდა. ოლია კი მაფრთხილებს, რომ აი ასეთები არ მეგონოს და საერთოდ ცუდად არ შევხედო. თვითონ კი efes-ის ბოთლს ენით ლოკავს, წრუპავს და ისევ თავიდან იწყებს. ვგრძნობ რომ ჯობია არ ავდგე… ოლია ისევ ლოკავს… 

  ჩრდილში 41 გრდუსია. ერთი ბოთლი ლუდი თავში ამივარდა. ვიგრძენი ნატა მინდოდა. ნატას კი საქორწინო ბეჭედის დამალვა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ალექსა ჩანთაში იქექება და კალამს იღებს. შემდეგ მარცხენა ხელზე, ტატუს გასწვრივ მაწერს თორმეტ ნიშნა რიცხვს, ტირეს და შემდეგ ცხრიანს.  კალამს ჩანთაში აბრუნებს, დგებიან და მიდიან. ნატა უფრო მეტად მომწონს. თან ჯერ სამის ნახევარია…

  ცხრას რომ ოცი აკლია ვრეკავ. ყურმილს ნატა იღებს და მეუბნება სად მივაკითხო. მანქანაში სამნი ვართ. ისმაილი, სერჰატი და მე.

 – შენსას რა ქვია? – მეკითხება საჭესთან მჯდომი ისმაილი და ნერწყვებს ყლაპავს.

 – ნატა. – ვპასუხობ მე – არც იფიქრო, ჯობია გაიქეცი და ლუდი იყიდე. უხმოდ გარბის.

  ცხრაზე, მათი სასტუმროს წინ პარკინგზე ადგილი არ არის. ცოტა მოშორებით გავაჩერეთ მანქანა. ისინი რესეფშენის წინ გველოდნენ. სამივეს საღამოს კაბები აცვიათ. ვესალმები და მანქნისკენ ვიშვერ ხელს. ნატას ბეჭედი აღარ უკეთია. ბედი მიღიმის…

  მანქანასთან სანამ მივალთ ჩემი “მოტო” რეკავს. ისმაილი მეუბნება, რომ თეთრკაბიანი ოლია მის გვერდით დავსვა. ჰაჰ, გარიგება შედგა. ალფა-რომეოს უკანა სავარძელზე ოთხი ვერ ვეტევით. ნატა მუხლებზე მიზის. ფორტუნა ჩემია.

  სანამ “Moonlight”-მდე მივედით ორ-ორი ბოთლი ლუდი, “Guano Apes”-ი და “Nirvana” გვართობდა. დისკოზე 500მდე ადამიანი იყო. ხის გვერდით, პატარა მაგიდასთან დაგვსვეს. გოგოებმა ჯინ-ტონიკი, ჩვენ კი ვისკი შევუკვეთეთ. Dj-ი ტარკანის და აგილერას სინხრონს უკრავდა. ქაფი ნატას კაბას ეკვროდა და ატიტვლებდა.  თმები გაშლილი, ღიმილი კი გამომწვევი ჰქონდა. არენაზე ადგილი არ იყო. ერთი საათის შემდეგ ისმაილმა ალფას გასაღები აიღო მაგიდიდან და თვალი ჩამიკრა. ოლიაც ეხლა. გასაღები ღამის 2-ზე შემხვდა. მანდარინის საპნის ქაფის გემო არ მომეწონა…;

    დილის ექვსის ნახევარზე პლაჟზე გაგვეღვიძა. აღმოვაჩინეთ რომ ალფას ბამპერი ჩამოეგდო ერთ-ერთ ჩვენგანს. ყველაზე კარგი იდეა იმ წუთას საღეჭი რეზინით დამაგრება იყო. 48 ცალი დაგვჭირდა ზუსტად. საპნის გემოს მაინც ჯობდა…

  ცხრაზე ნატამ დამირეკა. 11-ზე მივფრინავ და პეტერბურგში რომ ჩამოხვალ დამირეკეო. ოკ თქო. ვიგრძენი ბეჭედი ეკეთა.

11 thoughts on “ქაფიანი სექსი ქემერში

  1. გიიი, შენც დაიწყე მასეთ თემებზე ბაასი? (მმ) ინტერესნოო ინტერესნო (მმ)

    • სიმართლე გითხრა, მაინტერესებდა რა რეაქცია იქნებოდა. ისე, ეს ჩემი თემა არაა.🙂

    • ვიცი. ეს პირველი და ბოლოა. წავშალო? რას იტყვი?

      • არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაშალო. რას ამბობ!

        შენი ბლოგია, შენ წერ. რაც გინდოდა, ის დაწერე და წაშლა არ შეიძლება🙂

  2. უცებ სხვაგან მეგონა თავი🙂
    მოკლედ, კარგი იყო <<<3

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s