ქაფიანი სექსი ქემერში

  ქემერი. ანტალია. თურქეთი. 2008 წელი. შემთხვევით გავიცანი ნატა, ალექსა და ოლია. ნატას გრძელი ფეხები აქვს. ალექსას ლამაზი ტუჩები და კოხტა მკერდი, ხოლო ოლია უკვე მზადაა, უფრო სწორად სულ მზადაა… ლუდზე ვპატიჟებ და ვეცდები უფრო მეტი გავიგო. პეტერბურგიდან ვართ, – მეუბნება ნატა და იღიმის. ალექსა თითით ოლიას ფეხებს ეხება და მეუბნება რომ არ არის ნამყოფი აქ, მაგრამ ძალიან უნდა. ოლია კი მაფრთხილებს, რომ აი ასეთები არ მეგონოს და საერთოდ ცუდად არ შევხედო. თვითონ კი efes-ის ბოთლს ენით ლოკავს, წრუპავს და ისევ თავიდან იწყებს. ვგრძნობ რომ ჯობია არ ავდგე… ოლია ისევ ლოკავს… 

  ჩრდილში 41 გრდუსია. ერთი ბოთლი ლუდი თავში ამივარდა. ვიგრძენი ნატა მინდოდა. ნატას კი საქორწინო ბეჭედის დამალვა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ალექსა ჩანთაში იქექება და კალამს იღებს. შემდეგ მარცხენა ხელზე, ტატუს გასწვრივ მაწერს თორმეტ ნიშნა რიცხვს, ტირეს და შემდეგ ცხრიანს.  კალამს ჩანთაში აბრუნებს, დგებიან და მიდიან. ნატა უფრო მეტად მომწონს. თან ჯერ სამის ნახევარია…

  ცხრას რომ ოცი აკლია ვრეკავ. ყურმილს ნატა იღებს და მეუბნება სად მივაკითხო. მანქანაში სამნი ვართ. ისმაილი, სერჰატი და მე.

 – შენსას რა ქვია? – მეკითხება საჭესთან მჯდომი ისმაილი და ნერწყვებს ყლაპავს.

 – ნატა. – ვპასუხობ მე – არც იფიქრო, ჯობია გაიქეცი და ლუდი იყიდე. უხმოდ გარბის.

  ცხრაზე, მათი სასტუმროს წინ პარკინგზე ადგილი არ არის. ცოტა მოშორებით გავაჩერეთ მანქანა. ისინი რესეფშენის წინ გველოდნენ. სამივეს საღამოს კაბები აცვიათ. ვესალმები და მანქნისკენ ვიშვერ ხელს. ნატას ბეჭედი აღარ უკეთია. ბედი მიღიმის…

  მანქანასთან სანამ მივალთ ჩემი “მოტო” რეკავს. ისმაილი მეუბნება, რომ თეთრკაბიანი ოლია მის გვერდით დავსვა. ჰაჰ, გარიგება შედგა. ალფა-რომეოს უკანა სავარძელზე ოთხი ვერ ვეტევით. ნატა მუხლებზე მიზის. ფორტუნა ჩემია.

  სანამ “Moonlight”-მდე მივედით ორ-ორი ბოთლი ლუდი, “Guano Apes”-ი და “Nirvana” გვართობდა. დისკოზე 500მდე ადამიანი იყო. ხის გვერდით, პატარა მაგიდასთან დაგვსვეს. გოგოებმა ჯინ-ტონიკი, ჩვენ კი ვისკი შევუკვეთეთ. Dj-ი ტარკანის და აგილერას სინხრონს უკრავდა. ქაფი ნატას კაბას ეკვროდა და ატიტვლებდა.  თმები გაშლილი, ღიმილი კი გამომწვევი ჰქონდა. არენაზე ადგილი არ იყო. ერთი საათის შემდეგ ისმაილმა ალფას გასაღები აიღო მაგიდიდან და თვალი ჩამიკრა. ოლიაც ეხლა. გასაღები ღამის 2-ზე შემხვდა. მანდარინის საპნის ქაფის გემო არ მომეწონა…;

    დილის ექვსის ნახევარზე პლაჟზე გაგვეღვიძა. აღმოვაჩინეთ რომ ალფას ბამპერი ჩამოეგდო ერთ-ერთ ჩვენგანს. ყველაზე კარგი იდეა იმ წუთას საღეჭი რეზინით დამაგრება იყო. 48 ცალი დაგვჭირდა ზუსტად. საპნის გემოს მაინც ჯობდა…

  ცხრაზე ნატამ დამირეკა. 11-ზე მივფრინავ და პეტერბურგში რომ ჩამოხვალ დამირეკეო. ოკ თქო. ვიგრძენი ბეჭედი ეკეთა.

Advertisements

ყველაფერი ოქროს შესახებ

  წინა პოსტში დაპირებულ ოქროს მრავალფეროვნებას და მის თავისებურებებს ახლა შემოგთავაზებთ. როგორც უვე ვთქვით, ოქროს 23-მდე ფერის ტონალობაა და მათი უმეტესობა გამოიყენება საიუველირო შედევრების შესაქმნელად. 

  ყველაზე გავრცელებული ვარიანტია სამი ფერის შეხამება: თეთრი, წითელი და ყვეთელი ოქრო. ამ ტონალობის შეხამებით გამოირჩევა “კარტიეს” ცნობილი ფირმა. ეს ბეჭედი არის პლატფორმის ტიპის, სამფეროვანი ოქროს შეხამება ბრილიანტების კანალური წყობით. ბეჭდის ქვედა მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ბრილიანტების საერთო კარატობა და ოქროს სინჯი. (18კ)

 ორივე ბეჭედი სამი სხვადასხვა, მაგრამ განუყოფელი ნაწილებისგან შედგება.  

 არსებობს შავი ფერიც, რომელსაც ემალთან ერთად იყენებენ. ასეთი სინთეზი ოქროს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.   აქ შეხამებულია წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ოქრო ემალთან ერთად. ამ სინთეზით ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფირმაა Roberto Bravo, რომლის კოლექციებიც საიუველირო ნიმუშებია. მათ ნამუშევრებში შერწყმულია იტალიის საიუველირო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ყველა მათი ნამუშევარი ერთადერთია და ხელითაა შექმნილი.

ყველა ეს ნამუშევარი რომანტიკულ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. ყველაზე გამორჩეული კი კოლექციაა სახელად “სამეფო პეპლები”. თითოეულ ამ ბეჭედზე თითქოს ცოცხალი პეპელაა და აფრენას ლამობს.

  ფერთა შეხამება იდეალურია ყვეთელ ან შავ ოქროსთან, როცა გამოიყენება კონიაკისფერი ან ყვეთელი ბრილიანტები, რომლებიც უიშვიათესია ბუნებაში. ასეთი ბეჭდის დამზადება სჭირდება დაახლოებით 4-დან 8 კვირამდე. ის გადის შედნობის რამდენიმე  ეტაპს და ბოლოს სპეციალური ლაზერით ხდება დეტალების შერწყმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს 10-15 წლის მუშაობის შემდეგ მხედველობის პრობლემებს განიცდიან. მაგ: ერთი ძვირფასი ქვა რომ იქნას ჩასმული ამ ნაკეთობაში საჭიროა 2-დან 8-საათამდე.

როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს საჭიროებს. დაკბით ამ სილამაზით…

ქალების სისუსტე: ძვირფასი ქვები და ლითონები როგორ გავარჩიოთ ისინი?

  დიდი ხანია მინდოდა დამეწერა პოსტი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ძვირფას ქვებსა და ლითონებზე. როგორც იცით, ქალების ერთ-ერთ სისუსტედ ბრილიანტები და ძვირფასი ქვები მიიჩნევა. (შოპინგის და სერიალების შემდეგ) ყოველთვის მაინტერესებდა რატომ იკეთებენ ახალგაზრდა ქალები უზარმაზარ (15გრ ან მეტ) საყურეებს, რომლებიც დედამთილმა ან დიდმა ბებიამ თავის გამოჩენის მიზნით აჩუქა? ამაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ გაიკეთებენ მერე იმ საყურეებს და ათი წლის შემდეგ ბოდიში და “შრეკივით” ყურები აქვთ. (თუ ის მისმა ქმარმა არ დაალომბარდა რათქმაუნდა)

  ჩვენს ცხოვრებაში ფასიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუთუ იმდენად რომ საყვარელი ადამიანის სიხარულად ღირდეს?

  სულ არსებობს ორი სახეობის ქვები: ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. ძვირფას ქვებს მიეკუთვნება: 1. ბრილიანტი (გრანირებული ალმასი) 2. საფირი 3. ლალი 4. ზურმუხტი 5. მარგალიტი  დანარჩენი სხვა (ხელოვნური მინის გარდა) მიეკუთვნებიან ნახევრად-ძვირფას ქვებს, (100 მდე სხვადასხვა) რომლებიდანაც გამორჩეულად ლამაზი ქვებია: ტოპაზი, ოპალი, ძოწი, აკვამარინი, ამეთვისტო, ტურმალინი, ტურკუაზი, ფირუზი, ქარვა და შავი აგატი. ისინი გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებითაც და შეუძლიან იმოქმედონ პატრონის ხასიათსა და განწყობაზე. მაგალითად: თუ თქვენ დაიბადეთ ოქტომბერში თქვენი ქვაა ოპალი, რომელსაც შეუძლია ფერი შეიცვალოს თქვენი ხასიათიდან გამომდინარე. ფირუზი – ერთგულების ქვაა. ავადმყოფობის მოახლოებისთანავე უფერული ხდება. საფირს შეუძლია დაგიცვათ დარტყმის ძალისგან და უარყოფითი აურისგან, ისევე როგორც ცისფერ ტოპაზს. ძოწი – სიყვარულის ინდიკატორია. თუ სიყვარული აღარ არის ქვა აუცილებლად ტყდება ან იბზარება. ის აუცილებლად ნაჩუქარი უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ.

 ქვრივი ქვები: ქვრივ ქვებს მიეკუთვნებიან მარგალიტი და აგატი. არასოდეს არ ატაროთ ეს ქვები კენტ რაოდენობაში. სასურველია ბეჭედი და კოლიე, რათა ჰარმონია იყოს ქვებს შორის. მარგალიტი – სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და არ უყვარს სინესტე, ხოლო აგატი გიცავთ ავი თვალისგან.  

  ამ ბოლო დროს დაიწყო საინტერესო სინთეზი ოქროს ფერებს შორის, რაზეც მომავალში დავწერ. (ინფორმაციისთვის, არსებობს ოქროს 23 სხვადასხვა ფერის ტონალობა)

  როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ოქრო უხარისხოსგან?

  როგორც იცით ოქროს ხარისხი განისაზღვრება სინჯით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია 585/14კ, 750/18კ და უმაღლესი სინჯი 999/24კ. 585=14 კარატს (კარატი აღნიშნავს ოქროს სუფთა შემცველობას შენადნობში ან სამკაულში) მაგ: თუ ოქროს სინჯია 585 ანუ 14 კ, მაშინ ეს ნიშნავს რომ ოქრო შეიცავს 58,5% სუფთა ოქროს, 30% ვერცხლს და 11,5% თეთრს ოქროს ანუ პლატინას. არსებობს აგრეთვე 333 და 583 სინჯების მქონე ოქრო, რომლებსაც ფართოდ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირის დროს. გინდათ გაიგოთ როგორ გავარჩიოთ უხარისხო ოქრო ხარისხიანისგან? აიღეთ სანთებელა და 10-15 წამის განმავლობაში მოუკიდეთ ცეცხლი სამკაულს, ისე რომ ზედ არსებულ ძვირფას ქვას ალი არ მოხვდეს. (თუ არის რათქმაუნდა) შემდეგ როგორც წესი ის ადგილი უნდა გაშავდეს, სადაც ოქროს ცეცხლთან ჰქონდა კავშირი. გაცივების შემდეგ ის ადგილი გაწმინდეთ უბრალო ნაჭრით. თუ ოქრო ხარისხიანია, მაშინ სიშავე არ უნდა დარჩეს.

  განმარტება: ოქროს თვითღირებულების დასაკლებლად, ხშირად მიმართავენ ხრიკს და ვერცხლის და პლატინის ნაცვლად ურევენ ისეთ მეტალებს როგორიცაა: კალა, ალუმინი, სპილენძი და ათასი სხვა ჯანდაბა. ასეთი ლითონები ცეცხლთან მიმართებაში არამდგრადია და ამიტომაც შავდება.

  იმედი მაქვს ეს პოსტი დაგეხმარებათ მომავალში საყვარელი ადამიანისთვის სამკაულის შესარჩევად. აჩუქეთ მათ ძვირფასი ქვები და სამკაულები. ისინი ღირსნი არიან.

პარასკევიდეკატრიაფობია – ანუ თუ ვერ იტყვი დაგენძრა

  სიტყვა “paraskevidekatriaphobia”- პარასკევი 13-ის შიში, არის “შემუშავებული” როგორც ფობიის ერთ-ერთი სახე ექიმი Dr. Donald Dossey -ის მიერ, რომელმაც ერთ-ერთ თავის პაციენტს უთხრა, რომ თუ ის ამ სიტყვას სწორად გამოთქვამდა, ის განიკურნებოდა.

  და მართლაც, ძალიან საინტერესო ფაქტია პარასკევი 13. როგორც წესი თანამედროვე კალენდრით წელიწადში ერთხელ უწევს, მაგრამ შეხედეთ 2012 წლის კალენდარს! სამჯერ, სამჯერ იქნება პარასკევი 13. იანვარში, აპრილში და ივლისში. უბრალო დამთხვევაა თუ?

  სტრესის მენეჯმენტის ცენტრი და ფობიის ინსტიტუტი  Asheville-ში, აშშ-ში გვაწვდის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 17დან-21 მილიონ ადამიანს ეშინია ამ დღის. და თქვენ?

  ფაქტები: სასტუმროების 99 %-ს არ აქვთ მეცამეტე სართული, ხოლო თუ შენობა დაბალსართულიანია, მაშინ არცერთ ოთახს არ აწერია 13 ნომერი.  მაგალითად: ბათუმის შერატონს არ აქვს 13-ე სართული.

  მსოფლიოს უმეტეს აეროპორტს არ აქვს მეცამეტე შესასვლელი ან გასასვლელი, ისევე როგორც თვითმფრინავში არ არის მეცამეტე რიგი, სკამი ან ილუმინატორი.

  იტალიელები ამ მხრივ გამოირჩევიან. ფლორენციის ერთ-ერთ ქუჩაზე, 12-ე და 14-ე ნომრებს შორის არის 12.5. წარმოიდგინეთ რა მაგარი მისამართი იქნება. 🙂

 გამონათქვამები ხომ იცით? დამწყებს უმართლებს, შავი კატა – თარსი კატა, გატეხილი სარკე 7 წელი უიღბლობაა ან როცა რამე ცუდს გაიფიქრებთ ან  იტყვით, ხეზე დააკაკუნებთ ხოლმე. დაფიქრდით, მაინც რამდენჯერ გაგიკეთებიათ ეს? რამდენად გჯერათ ცრურწმენების? დაწერეთ კომენტარები. საინტერესო იქნება.

  და ბოლოს მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტი და დღეს ფრთხილად იყავით.

  P.S  ვულოცავ ქეთ ალუკარდს დღევანდელ დღეს.

ღია წერილი აქსიომას, ალუკარდს, რუსას, იბერიელს, მოლის, ანინას, გვირილას, თამარას, ჯესის, მანქის, სიყვარულოვნას და vanniepooh-ს!

   ერთმა მკითხა რას აკეთებ მთელი დღეები მაქ და რა არის ბლოგიო? მე ვკითხე, აქსიომას, ალუკარდის ან ანინას პოსტები თუ წაგიკითხავს მეთქი. იცით რა მითხრა? ვერ გამოიცნობთ. ეს ის ბლოგებია რომლების წაკითხვის შემდეგ ხასიათზე ვდგები. მაგალითად: რუსა მაფიქრებს, ალუკარდი მაოცებს, აქსიომასგან ბევრი რამე ვისწავლე. ანინა აღმაგზნებს, გვირილა ყველაზე გულწრფელია, მანქი ორიგინალურია. მოლი გასაოცარია, ჯესი გადარეულია, თამარა რეალისტია, სიყვარულოვნა კი მეოცნებე. იბერიელი მისაბაძია და vanniepooh-ს ყველაზე მაგრად “კიდია”. მეგობრებო, მე თქვენ მოგმართავთ! მე არცერთს არ გიცნობთ პირადად, (შეიძლება პირადად რომ გამეცანით უფრო მეტი მეთქვა თქვენს შესახებ) თქვენ 12 თვესავით ხართ, განსხვავებულები, მაგრამ ერთად ჰარმონიას ქმნით! მადლობა ყველა თქვენთაგანს. თქვენ ჩემი ბლოგის საუკეთესო “მეზობლები” ხართ.

 ყველა დანარჩენს მოგმართავთ, ნუ გამიბრაზდებით თუ ვინმე გამომრჩა!

   P. S   You cannot pass these blogs!  (ამ ბლოგერებიდან დიდი ნაწილი მდედრობითი სქესისაა. ეს უბრალო დამთხვევაა)

ბოლო ამოსუნთქვა

  ჩემი გულიდან ამოხეთქილი ტრფობის ნაკადი

  შეგბოჭავს, გაგაბრუებს, თავბრუს დაგახვევს,

  ცას შეწვდება სიყვარულის ჩემი ღაღადი

  ცივი ქარი კი ჩემს ტანჯვებს წამართმევს…

 

  გულში სიყვარულის ცეცხლი გამიღვივდება

  არ ჩაცხრება ვნებათ-ღელვის ტალღები,

  არ მჭირდება ცხოვრებაში დიდება

  შენთან ყოფნით, შენი ცქერით დავტკბები.

 

  შენს ტკბილ ტუჩებს ნაზად დავეწაფები

  და თავს ვიგრძნობ სიყვარულში მეფურად,

  გაიბმება გულებს შორის სიყვარულის ძაფები

  და ვიქნები ბედნიერი კვლავინდებურად…

 

  ბედმა რაც არ უნდა გამოცდები მომიწყოს

  გულში მაინც შენი სიყვარული მექნება,

  სიკვდილის წინ მსურს რომ ლოცვა დავიწყო

  ჩემი ბოლო ამოსუნთქვაც შენ მოგეძღვნება…

ზეგ ბოლო დღეა!!!

   დიდი ხანია რამე არ დამიწერია. ეს დღეები სულ სამსახურმა წამართვა და აი ნახეთ იქნებ დაგაინტერესოთ! კიდევ გაქვთ რამდენიმე “საათები”, რომ მიიღოთ მონაწილეობა. (მეც დავწერ ალბათ რამეს)

    გეპატიჟებათ ტრადიციული ბათუმის “ლექსების გამოფენა”, დაწერეთ, ნახეთ კიდევ ერთხელ ბათუმი და იცხოვრეთ შესანიშნავ სასტუმროში. ოღონდ, რომ მოიგებთ ფინჯან ყავაზე ან ლუდზე ჩემი დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ. 😉

  აი ლინკიც http://litklubi.ge/afisha/7-bbbbbbbb-bbbbbbbb.html

  გისურვებთ წარმატებებს!