ღია წერილი აქსიომას, ალუკარდს, რუსას, იბერიელს, მოლის, ანინას, გვირილას, თამარას, ჯესის, მანქის, სიყვარულოვნას და vanniepooh-ს!

   ერთმა მკითხა რას აკეთებ მთელი დღეები მაქ და რა არის ბლოგიო? მე ვკითხე, აქსიომას, ალუკარდის ან ანინას პოსტები თუ წაგიკითხავს მეთქი. იცით რა მითხრა? ვერ გამოიცნობთ. ეს ის ბლოგებია რომლების წაკითხვის შემდეგ ხასიათზე ვდგები. მაგალითად: რუსა მაფიქრებს, ალუკარდი მაოცებს, აქსიომასგან ბევრი რამე ვისწავლე. ანინა აღმაგზნებს, გვირილა ყველაზე გულწრფელია, მანქი ორიგინალურია. მოლი გასაოცარია, ჯესი გადარეულია, თამარა რეალისტია, სიყვარულოვნა კი მეოცნებე. იბერიელი მისაბაძია და vanniepooh-ს ყველაზე მაგრად “კიდია”. მეგობრებო, მე თქვენ მოგმართავთ! მე არცერთს არ გიცნობთ პირადად, (შეიძლება პირადად რომ გამეცანით უფრო მეტი მეთქვა თქვენს შესახებ) თქვენ 12 თვესავით ხართ, განსხვავებულები, მაგრამ ერთად ჰარმონიას ქმნით! მადლობა ყველა თქვენთაგანს. თქვენ ჩემი ბლოგის საუკეთესო “მეზობლები” ხართ.

 ყველა დანარჩენს მოგმართავთ, ნუ გამიბრაზდებით თუ ვინმე გამომრჩა!

   P. S   You cannot pass these blogs!  (ამ ბლოგერებიდან დიდი ნაწილი მდედრობითი სქესისაა. ეს უბრალო დამთხვევაა)

13 thoughts on “ღია წერილი აქსიომას, ალუკარდს, რუსას, იბერიელს, მოლის, ანინას, გვირილას, თამარას, ჯესის, მანქის, სიყვარულოვნას და vanniepooh-ს!

  1. -გავითვალისწინებ თქვენ დახასიეთებას,როცა ვინმეზე მინდა წარმოდგენა მქონდეს…რომ გამოგრჩი,სულაც არ მწყენია.(იმტომ,რომ ჯერ ღირებული,არაფერი დამიწერია)

    ყველა მათგანი მიყვარხართ!

  2. როგორ გამახარე!!! 🙂
    მგონი, არც ერთის დახასიათებისას შემცდარხარ…
    დიდი მადლობა ყურადღებისა და იმ დროისთვის, რასაც ჩემს ნაცოდვილარს უთმობ 🙂

  3. ვაიმეეე 🙂
    როგორ გამიხარდა ვერც წარმოიდგენ 🙂
    ხო, დახასიათებები მგონი მართლა რეალურია 🙂
    სხვა ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა, მადლობა ^_^

  4. შემთხვევით გადავედი ტოპ ასეულის გვერდზე და….
    გრიო! ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ დადებით და უაზროდ სასიამოვნო გრძნობას ამ წერილის წაკითხვის შემდეგ რომ დამეუფლა. დიდი მადლობა! ძალიან მიყვარხარ! :*

  5. ვაიმე..დიდი მადლობა შენ :* ძალიან გამიკვირდა ამ ჩამონათვალში რომ აღმოვჩნდი 🙂

    რა შედარება გააკეთე,მართლაც 12 და თორმეტივე განსხვავებული… 🙂

    მე კიდევ მინდა შენ გადაგიხადო მადლობა, ხშირად ვერ შემოვდივარ,მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებს შენთან სტუმრობა,საინტერესოდ წერ…

  6. ჰმ… ასეთი პოსტი არსებობდა და არ ვიცოდი 😦

    გამოვასწორებ, გრიო 🙂 და მართლა კარგი მეზობელიც გავხდები.

    დიდი მადლობა 🙂

    • მინდოდა დალინკვა, ვეცადე, ვეცადე და არ გამოვიდა, არ ვიცი, რატომ…
      თორემ უფრო ადრე უნდა გაგვეგო 🙂

  7. ჰმ…

    ახლა გადავხედე პოსტების სარჩევს.

    ბლოგს ვიწერ. სიახლეები ფოსტით მოვა და ასე სამარცხვინოდ არაფერი გამომრჩება.

    “თორმეტი ნაფიცი ბლოგერის” დახასიათებას რაც შეეხება, უზუსტესია 🙂 “საოცარ მოლიზე” არაფერს ვიტყვი, რუსას, ჯესის, თამარას, გვირილას, იბერიელს და აქსიომას ამაზე ზუსტ ეპითეტებს ვერავინ მოუძებნიდა 🙂

    დანარჩენებსაც, რა თქმა უნდა 🙂

    ერთი სიტყვით – ჩემი მქუხარე აპლოდისმენტები.

    • “საოცარ მოლიზე” სამაგიეროდ მე ვიტყვი. შენ სულ სხვა სტილი გაქვს. შენი ბოლო პოსტი წავიკითხე, ძალიან მინდოდა რამე კომენტარი დამეწერა, მაგრამ ვერ დავწერე. ყველაფერი ეწერა უკვე. “თორმეტი ნაფიცი ბლოგერი” – საინტერესო თემა იქნებოდა, როგორ ფიქრობ? მადლობა მოლი, მადლობა

  8. და ყველა სხვა ბლოგერის თავზეც გავიარეო – ბოლოს უნდა დაგეწერა 🙂