ბოლო ამოსუნთქვა

  ჩემი გულიდან ამოხეთქილი ტრფობის ნაკადი

  შეგბოჭავს, გაგაბრუებს, თავბრუს დაგახვევს,

  ცას შეწვდება სიყვარულის ჩემი ღაღადი

  ცივი ქარი კი ჩემს ტანჯვებს წამართმევს…

 

  გულში სიყვარულის ცეცხლი გამიღვივდება

  არ ჩაცხრება ვნებათ-ღელვის ტალღები,

  არ მჭირდება ცხოვრებაში დიდება

  შენთან ყოფნით, შენი ცქერით დავტკბები.

 

  შენს ტკბილ ტუჩებს ნაზად დავეწაფები

  და თავს ვიგრძნობ სიყვარულში მეფურად,

  გაიბმება გულებს შორის სიყვარულის ძაფები

  და ვიქნები ბედნიერი კვლავინდებურად…

 

  ბედმა რაც არ უნდა გამოცდები მომიწყოს

  გულში მაინც შენი სიყვარული მექნება,

  სიკვდილის წინ მსურს რომ ლოცვა დავიწყო

  ჩემი ბოლო ამოსუნთქვაც შენ მოგეძღვნება…

One thought on “ბოლო ამოსუნთქვა

  1. ..” ჩემი გულიდან ამოხეთქილი ტრფობის ნაკადი

    შეგბოჭავს, გაგაბრუებს, თავბრუს დაგახვევს,”…… და როცა ეს ყველაფერი,თაბრუს დახვევა,გაბრუება და შებოჭვა აირიდა ვიღაცის ან რაღაცის გამო?…………

    …”არ მჭირდება ცხოვრებაში დიდება

    ..”შენთან ყოფნით, შენი ცქერით დავტკბები”….. ესეც მყოფნიდა ბედნიერებისთვის,ბანალურად ჟღერს მარა ესეა….

    ….”ბედმა რაც არ უნდა გამოცდები მომიწყოს

    გულში მაინც შენი სიყვარული მექნება”…. ამაში რაც დრო გადის უფროდაუფრო ვრწმუნდები….. : (

    ….და საერთოდ ხანდახან მეჩვენება რომ ამ სამყაროში მარტო ორი ბრმა ვართ, პირველი ”ის”,ჩემს სიყვარულს რომ ვერ ხედავს და მეორე მე,მის მეტს რომ ვერავის ვხედავ…..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s