ეგოისტის სინანული

  რამდენიმე ათეულით წინ წაწეულს მახელებს სევდა

  ყოველ მესამე გრძნობის შემდეგ ბუხართან ვთბები,

  სავსე მთვარეს, რომელიც ფანჯარასთან ღამეს მითევდა,

  სულ არ სჭირდება ჩემსავით ვეება ფრთები.

  ოდესღაც ჩემს დიდ ოცნებებს გული იტევდა

  ახლა ყოველი სიზმრის შემდეგ საშინლად ვკრთები,

  ჩემი ქცევები მაშინ ხალხში ზიზღს იწვევდა

  არა, მართლაც მჭირდება დიდი, ვეება ფრთები.

  ჩემი ქონება, რომელიც მას შემდეგ ასე გაბევრდა

  შეემატა ბევრი ძვირფასი ქვები

  ხალხი, რომელიც ჩემი ცოდვით თითქმის გათეთრდა

  ყველა მემდურის, აღარავის აღარ ვჭირდები.

  თურმე სიცოცხლეს ჩემი ეგოიზმი ამტვრევდა

  ასე გავიდა ჩემი უმადური ცხოვრების მთავარი წლები

  თურმე, ჩემს სულს რაღაც უგრძნობი ფული ამღვრევდა

  ასე უმადური, ასე ბედკრული ალბათ მოვკვდები.

  რამდენიმე ათეულით წინ წაწეულს მახელებს სევდა

  ყოველი მესამე გრძნობის შემდეგ ბუხართან ვთბები

  სავსე მთვარეს, რომელიც ფანჯარასთან ღამეს მითევდა

  სულ არ სჭირდება ჩემსავით ვეება ფრთები.

2 thoughts on “ეგოისტის სინანული

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s