გულში წვიმს

  ჩემს გულში წვიმს და სევდა მერევა

  თავში დაფრენენ თოვლის ფიფქები,

  ფიქრი და ოცნება ერთმანეთს ერევა

  და მე ოდესღაც შენთან ვიქნები.

  თუკი სიცოცხლეს დიდი ფასი აქვს,

  რატომ ცოტაა როგორც სანთელი?

  თუკი სიკვდილსაც თავისი გააქვს,

  რატომ არა მაქვს გული ნათელი?

  სიბნელე რომ არის შენი ბრალია

  სული თანდათან მიჩვევას იწყებს,

  შენ გადამიქციე სიცოცხლე გალიად

  გული კი არასდროს არ დაგივიწყებს.

5 thoughts on “გულში წვიმს

  1. უამური ამინდია, ვაბოლებ,
    სახლში ვზივარ, ნისლი წვება ღობესთან.
    წიგნს გადავშლი ერთს, მეორეს და ბოლოს
    თავს ვანებებ, წიგნის კითხვაც მომბეზრდა.
    ნაცრისფერი დღე მიიწევს ტაატით,
    მიდის, მიდის, წუთით არ იგვიანებს.
    კვლავ წიკწიკებს ჩემი კედლის საათი,
    საათის ხმა ისევ მაღიზიანებს.
    უცნაური მეუფლება შიში,
    მომეჩვენა, ვიღაც ბუხარს აქრობდა.
    რას არ ვფიქრობ, გადაქანცულ ტვინში
    უამრავი სისულელე დაგროვდა.
    მაგიდაზე ორთქლი ასდის ჩაიდანს
    და ოთახში ძლივს იგრძნობა სითბო.
    მადლობა ღმერთს, ამ დღესაც გადავიტან,
    მადლობა ღმერთს, მეძინება თითქოს.
    ———(-როცა,ასეთი უჟმური ამინდია,ყოველთვის მახსენდება ათანას ფეტის ეს ლექსი…)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s