“ნასკების” სუნი მატარებელში ანუ “ეს ილლე წეიკითხე”

  სამიოდე დღის წინ მერგო ბედნიერება დედაქალაქში გავმგზავრებოდი და 7 წლის უნახავი ქალაქი ისევ მენახა. სიმართლე გითხრათ კარგად არ ვიცი ქუჩები და უბნებიც, მაგრამ ნასიამოვნები დავრჩი. გალამაზებულა და მე მგონი უფრო გადიდებულა.

 მგზავრობის დროს მატარებლით “მოვიხიბლე”, მაგრამ ეს არაფერია იმ ისტორიებთან, რომლების მოსმენა მომიწია. ორი 50-ს გადაცილებული მძღოლი და ერთი ყოფილი ჯარისკაცი საუბრობდნენ… ერთი საათის გაცნობა-საუბრის შემდეგ ყველამ თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო.

  შენიშვნა: გაფრთხილებთ რომ აქ ნათქვამი სიტყვები აჭარულ დიალექტზე, არის გამოყენებული პროფესიონალების მიერ და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ამის გამეორება.

  – თეელი დღეები “ზა რულიომ” ვიყავ და რა სიცხეები იყო იცი? ვოი “ბლიად”. -ამბობდა ერთი.

  – ჰა იყავ ჭო? მაიც რამდენი იყო და? – დაინტერესდა მეორე მძღოლი.

  – “პიისიატ” ილლე იქნებოდა. შოოტიკით ოფლის ღვარი ვიყავ გარეთ რომ გევდოდი და შიან იმფერი საკაიფო კონდინციონერი მქონდა რომე ფიჟვები გიგიცივდებოდა. 

  – ჰადა მაი? 

  – კუვეიტში. მომეწონა ძალვან. იმფერი სუფთა ქალაქი იყო რომენ რავიცი და. ყველა კუთხეში “მუსორის” ყუთები. ჰადმე ძიიში გაგდებულ რამეს ვერ დეინახავდი. გადაფუუტნებაზეც ჯარიმა იყო ჭო. მარა, ამინდებიც გლახა იცოდა.

  – ვოიმე! მაქ შენც იყავ? – დაინტერესდა ჯარისკაცი. – მე კონტრაქზე ვიყავ მაქ. ხანდეხან ქარი რომ ამვარდებოდა სტოლბებს ვეკვაჭებოდით. ძვილაი ვიკავდით თავს.

  – ჰო, შოფრათ ვიყავ და. რეისებს ვაკეთებდი. ჰად აარ ვიყავ ნეტაი. ნახვარ აფრიკა მევიარე. სასადილოებში რომ შეხვიდოდი გეჭამა რამდენიც ჩეგეტეოდა. ქაბაბი ქონდათ ერთი მტკაველი. ძალვან გემრიელი იყო. ფანტა-კოლა უფასო. ბოთლი ეგეწევია არ იყო პრობლემა. რეისიდან რომ ჩამველ ბოლოს ერთი სამასი ბოთლი მქონდა მანქანაში. ვეერ დავლიე და ვთქვი ბაღან-ბუღანას წამუუღო მეთქი.

  – კი ჩვენც კააქა გვაჭმევდენ. ჯარში 75 კილო წეველ და რომ ჩამუელ 103 კილო ვიყავ.

  – შენ ჯააში კი არა კუროოტზე ყოფილხარ.

  – ეეთი “ჰამერით” მივალთ და “ზადანიაზე” ვიყავთ. ორი ქართველი ვიყავთ და ორი ამერიკელი. ვთქვი რანდა ვქნა იქ მეთქი და ღვინო წევღე. თასაი მქონდა მოზრდილი და იმით დავლიეთ. ამერიკელს გუუწოდე და ორი ყლუპი დალია. ეე რაა მეთქი და ბოლომდე დალიე მეთქი ვუთხარ და სამი რომ დალიე იგზე “ჰამერში” წუუპრინჭდა. მეორე დღეს “ბედ ბოი” ხარო მითხრა, ანუ ცუდი ბიჭი ხარო და. ორი ფისტალეტი მქონდა და იმდეი რაცხა მეცვა, რომ შნური რომ გამძრობოდა ვეერ მოვხარებოდი.

  – არა ჭო, სმა რა იციან მამგენმა. ჩვენ რომ დავთრებოდით იქა, არაბ “შოფრებს” ნარგილე ჰქონდათ და იმას ვეწეოდით. თუთუნი ჰადმე არ იყო. ვაშლის და მარწყვის გემო ქონდა.

  – ეეთი დღე იქაურ თარჯიმანს დაბადების დღე ქონდა და წეველთ ჯარისკაცებმა. მიველთ სახში. დავჯექით ძიიში. სუფრა იგზე იებარემ გეეშალა და ჩაი და მაატო ნამცხვარი იყო. ჭო, იმხელვანი კაცები მიველთ და ჩაინა მესვა? -იკვირვებდა ჯარისკაცი. – რაცხა ქათამი მაიც შეეწვა და.

  – რაფერაა ახლა ქალები იყვენ?

  – მაგის მეტა რა იყო მარა, გვეშინოდა არ გვიჩივლონო და. ისე კი. ხანდეხან მოვდოდენ და ღამე გაგვათევიეთო გვეტყოდენ. ჩვენც ვიმსახურიებდით და. პრობლემა არ იყო. მერე ტრაილერებში ისინი გვქონდა, რა ქვია არ ვიცი. ჰაცხან რომ მიხვალ და გებნევა. იმით ვარიანტი არ იყო რომ დაკააქულიყავ. გეიხედავდი თლა მინდორი იყო და ის გებნეოდა ჭო, ასე წაი და ისე წაიო. მაგარია და.  

  – არა მაათლა კაიყო. გზა თუ მექნა ილლე და წევდე ისვენ…

  p.s.  თუ რომელიმე სიტყვა ვერ გაიგეთ, მომწერეთ და გადაგითარგმნით. ძალიან ვიხალისე, ოღონდ “ნასკების” სუნისგან დევჩე და…  :)

 

10 thoughts on ““ნასკების” სუნი მატარებელში ანუ “ეს ილლე წეიკითხე”

  1. რა კარგი იყო🙂 მეცნო რაღაცები, ნამყოფი ვარ აჭარაში… მარტო ქობულეთი და ბათუმი არ იფიქრო ახლა, ხულოშიც ნამყოფი ვარ და უფრო იქითაც🙂
    აი, ეს “წუუპრინჭდა” რა არის??
    ჰოდა, იმ “ჰაცხანში” ჯიპიესი იგულისხმა პატივცემულმა ალბათ… ნუ, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი:)

    • წუუპრინჭდა- დაწვა, წამოწვა, დაწვა დასასვენებლად.🙂

      • ჰაჰ:) გავიმდიდრე სამეტყველო ლექსიკა კიდევ ერთი სიტყვით:)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s