ნაცნობი თითები

 ნაცნობი თითები მეხებიან, ვგრძნობ სითბოს

 სიყვარული მეჭიდება, არაფერს მითმობს,

 ნელ-ნელა მეუფლება ზმანება წყნარი

 შენდამი ლტოლვა, ტრფიალის ქარი.

 გრძნობების ღელვა, ტუჩები ტკბილი,

 გედივით ყელი, ტურფა და თბილი

 ღვთიური სახე და კანი ნაზი

 შენთან ცხოვრება, თეთრი ექსტაზი…

 ბურუსი, დაღლა და ფერი მკრთალი,

 მე შენით ვცხოვრობ, შენით ვარ მთვრალი

 იმედი, ნატვრა, გრძნობის კივილი,

 უსასრულობა, გაქრა ტკივილი.

 სიმშვიდე, ფიქრი, ცხოვრება გრძელი,

 გამბედაობა ცოტათი ძნელი,

 ზღვა და სილურჯე, ეული ნავი

 სიკვდილი, მიწა და კუბო შავი.

 წარდგენის შემდეგ მადლი და ცოდვა,

 ბნელი სიზმარი უაზრო ბოდვა.

 -“ეს ჩემია” -ამბობს სატანა,

 მაგრამ უფალმა არ გაატანა!

 -“რატომ შენია სატანა რატომ?”

 -“ჩემი თუ არ არის იაროს მარტომ”

 ისმინა კეთილმა რჩევა ავიდან

 და დავიბადე ისევ თავიდან.

 ნაცნობი თითები მეხებიან, ვგრძნობ სითბოს,

 სიყვარული მეჭიდება, არაფერს მითმობს.

 ნელ-ნელა მეუფლება  ზმანება წყნარი

 შენდამი ლტოლვა, სოცოცხლის ქარი.

One thought on “ნაცნობი თითები

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s