ტატუ და სექსი

სისხლით იგრძნობა შავი ტვირთები

წვიმის სილამაზე აფიქრებს ფოთოლს,

ძალას ითხოვენ აზრის ზვირთები

ღრუბლები მარხავენ თვით მთვარეს ობოლს.

                    *  *  *

ტრიალებს რაღაც და კარგავ ცხოვრებას

ტრიალებს რაღაც და მთავრდება ლექსი,

memento mori-თ ავსებ ცხოვრებას

თეთრი და შავი, ტატუ და სექსი.

                    *  *  *

იქ, ფანჯრის მიღმა ვხედავ ვერაფერს

აქ, ფანჯრის აქეთ არაფერია,

ცისარტყელაც კი ზოგჯერ კარგავს ფერს

ზოგჯერ ბევრიც კი არაფერია.

                    *  *  *

ყინული დნება ვისკის მკლავებში

ტრიალებს თავში და მთავრდება ლექსი,

მე ფანჯრის იქით გასვლა არ მინდა

გარეთ წვიმს. სახლში ტატუ და სექსი.

3 thoughts on “ტატუ და სექსი