უსახელო ამბავი: თავი მეორე

                                                            თავი მეორე     

  ორი კვირის შემდეგ კოლიას პასპორტი მზად იყო. ახლა შეიძლებოდა უკვე საქმის წინ წაწევა. ერთადერთი რაც გვეკლო ფული იყო. ძალიან ნაცნობი გრძნობაა. ახლა როცა პირველი ეტაპი დაძლეული იყო, მოქმედების დრო დადგა. კოლიამ რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა. არც ერთი ვარიანტი მისაღები არ იყო ჩემთვის. რაღაც უნდა გვეღონა, მაგრამ არ ვიცოდით რა. სკოლაში ვაგრძელებდი სიარულს და სწავლის საქმეენი არც თუ ისე სახარბიელოდ მქონდა. ჩემს სვეტაზე ვფიქრობდი. მიყვარდა მაგრამ ვერ ვეუბნებოდი. გადიოდა ასე დრო და არაფერი არ ხდებოდა. კოლიას გაუჩინარების ამბავი მალე შევიტყვე. არაფერი არ უთქვამს ჩემთვის, ისე წავიდა. ვერ გამეგო ამის მიზეზი, მაგრამ მისგან ასეთ რამეებს შეჩვეული ვიყავი. ოღონდ ახლა არ ველოდი. ვიგრძენი რომ ის ფულის გამო წავიდა და მეშინოდა რამე შარში არ გახვეულიყო. ვნერვიულობდი ჩემს მეგობარზე. ერთი თვე გავიდა და არ გამოჩენილა.

  ერთ-ერთ გაკვეთილზე თანაკლასელმა მითხრა რომ უფროსკლასელები ერთ კვირიან მოგზაუროაში მიდიოდნენ ექსკურსიაზე. როგორც შემდეგ გაირკვა ისინი ოდესაში მიემგზავრებოდნენ. არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი. ჰოდა ჩემთვის გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა გავმგზავრებულიყავი. დედას ვუთხარი. აზრი მომიწონა თუმცა ამის ფული არ გააჩნდა და დაღონდა. მე ვუთხარი რომ ცოტაოდენი ფული გამაჩნდა. შემპირდა გავარკვევო. სკოლის დირექტორი მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ბაბუაჩემისგან ბევრი კარგი ახსოვდა. ასე რომ ბევრი ლაპარაკის გარეშე გადაწყდა ჩემი გამგზავრება.

  ხუთი დღის შემდეგ ავტობუსში ვიჯექი და ოდესისკენ  მივემგზავრებოდი. ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, მაგრამ ეს სულაც არ მანაღვლებდა. გოგონებზე ვფიქრობდი. მთელი გზის განმავლობაში სვამდნენ. ბოლოს როცა შემეჩვიენ მეც ვწრუპავდი უფასო ლუდს და გოგოების მკერდს თვალს ვერ ვაშორებდი. განსაკუთრებით ერთი ქერა გოგოს, რომელსაც ტანიას ეძახდნენ. ტატიანა მართლაც შესანიშნავი შეხედულების იყო. ქერა თმა ოდნავ გახსნილ მკერდს უმშვენებდა. გაწითლებულ სახეს სიმთვრალისგან ოდნავ დაბნეულობა ეტყობოდა. ვმღეროდით, ვხუმრობდით და ვერც გავიგეთ ისე ჩავედით ოდესაში. მძღოლმა ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან გააჩერა სადაც რამოდენიმე ოთახი იყო გამოყოფილი ჩვენთვის. არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივი საერთო საცხოვრებელი ნახევრად მოწყობილი, ძველი ავეჯით. იქაც გაგრძელდა იგივე ამბავი რაც ავტობუსში იყო, ოღონდ ახლა ყველა ცეკვავდა. ტატიანა ჩემს გვერდით იყო და სხვა იმ წუთას არაფერი არ მახსოვდა. მისი ცხელი სუნთქვა მწვავდა და თავბრუს მახვევდა.

  როცა გამეღვიძა მზე უკვე ამოსულიყო და მის სხივები ჩვენი ოთახის ფარდებს ებრძოდნენ. პირველი რაც ვიგრძენი ტატიანას ცხელი სხეული იყო. თავი საშინლად მტკიოდა და ვეცდებოდი გამეხსენებინა წუხანდელი ამბები. ტატიანამ რაღაც ჩაიბურდღულა, გვერდი იცვალა და ძილი განაგრძო. დილით ის ნაკლებად მიმზიდველად მომეცვენა. ავდექი. ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. ბუფეტისკენ გავეშურე. იქ უკვე ნახევარი კლასი იყო და საუზმობდა.  მივესალმე ყველას და გამყიდველთან მივედი. ჩაი და ნამცხვარი ავიღე, მაგრამ ფასი როცა მითხრა მადა დამეკარგა. აღარ ვიკადრე და გადავიხადე. ჩემი ფინანსები მე და კოლიას მიერ გაკეთებული თანხის ზუსტად ხუთ პროცენტს შეადგენდა. ფანჯარასთან მარტო დაჯდომა ვარჩიე. მშვენიერი ამინდი იყო. ვფიქრობდი თუ რამხელა განსხვავება ოყო ჩემს ქალაქს და ოდესას შორის. ერთი ქვეყანაა და მაინც დიდია განსხვავება. თუნდაც ამინდში სხვა რომ არაფერი  ვთქვათ. ვიცოდი რომ ექსკურსია ორი საათის შემდეგ იწყებოდა და ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე. ბევრი ვიხეტიალე. ცენტრალურ უნივერმაგში შევიარე. ბრჭყვიალა ვიტრინები იმ დროში ნაკლებად თუ მენახა. გაოცებული ვიყავი. ელექტრონიკის განყოფილებისკენ გავეშურე. ყველაფერი მეძვირა. შემდეგ პარფიუმერიის ვიტრინას მივადექი. სუნამო მომეწონა და შევიძინე. საკმაოდ მისაღები ფასი ჰქონდა. მინდოდა სუნამო სვეტასთვის მეჩუქებინა. სვეტაზე ვფიქრობდი. მენატრებოდა. მისი ღიმილი მახსოვდა. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა მას როცა სუნამოს მივართმევდი. ალბათ, ალბათ კი არა გაბრაზდებოდა და თანაც სახალხოდ სირცხვილს ვჭამდი. საერთოდ არ ვიყავი სხვებზე საჩუქრების ჩუქნას მიჩვეული. მორცხვი ვიყავი. ახლა რომ ვუფიქრდები, სვეტას ძალიან ესიამოვნებოდა ჩემი საჩუქარი. კოლია გამახსენდა. თუმცა მას არაფერი არ უთქვამს წასვლის წინ, მაგრამ მე მაინც ვიცოდი რომ ის ფულის გამო გაუჩინარდა და ღმერთმა იცის რას აკეთებდა. მე ვერ ვუღალატებდი მას. ამიტომ გადავწყვიტე რაც კი ფული მქონდა სუნამო შევიძინე და ჩემს ძველ ჩანთაში მოვათავსე რათა სხვებს არ დაენახათ. საერთოდ უფულობის გამო ავადმყოფობა მოვიმიზეზე და ექსკურსიას არ გავყევი. ტატიანასაც შევთავაზე მაინტერესებდა რას მეტყოდა. მიმახვედრა, რომ რაც ჩვენს შორის მოხდა წუხელ უბრალოდ გართობა იყო და ამის გახსენება მომავალში არც კი ღირდა. აბა, სიმართლე გითხრათ სხვა არაფერსაც არ ველოდი და კმაყოფილიც კი დავრჩი. ოღონდ არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ ფხიზელს არც თუ ისე მომწონდა ტატიანა და თანაც მე სვეტა მიყვარდა.

  სამი დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. სუნამოები ავიღე და მაღაზიებისკენ გავეშურე. ძალიან მინდოდა ცოტა მაინც ძვირად გამეყიდა და წასვლის ფული მომეგროვებინა. პირველ მაღაზიაში უარი მითხრეს, მეორეში ნახევარი გავყიდე. საღამომდე ვიარე და ბოლოს არც ერთი აღარ მქონდა. ზოგმა თანხა ხელზე მომცა, ზოგმა მითხრა რომ გავყიდი ფულს მაშინ მოგცემო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ გამიმართლა და თანხა გავასამმაგე. ერთი კვირის შემდეგ ას ოცი გრივნი მქონდა. მსიამოვნებდა რომ რაღაცაში მაინც მიმართლებდა და ბედს არ დავვიწყებოდი. მალე კოლიაც გამოჩნდა. ყვავილებით ვაჭრობდა თურმე. მას ორას ორმოცდაათი გრივნი ჰქონდა. ეს უკვე საქმის ნახევარი იყო და შეიძლებოდა უკვე წასვლაზე გვეფიქრა. მითუმეტეს რომ პასპორტი ხელში ჰქონდა და იქ არაფერი აღარ გვაკავებდა.

  მეორე დღეს საკონსულოსკენ გავემართეთ. დილის სიცივე იგრძნობოდა. ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით. საკონსულო დაკეტილი დაგვხვდა. ადრე იყო. არ ვიცი იქ რამდენ ხანს მუშაობდნენ, მაგრამ აშკარად აგვიანებდნენ. თერთმეტის ნახევარზე ადგე და სამუშაოზე წახვიდე ძალიან მაგარია- გავიფიქრე მე.- იცი რომ არავინ არ გისაყვედურებს და შენი თავის უფროსი შენ ხარ. ასეთ სამუშაოზე მეც არ ვიტყოდი უარს. საკუთარი თავი სიზარმაცეში ვამხილე და ეს სიმართლე გითხრათ არ მომეწონა. მართალია მარჯვე და თავგანწირული მე არ ვიყავი, მაგრამ არც ზარმაცი მეთქმოდა. ვატყობდი რომ თანდათან რაღაც სულში მიძვრებოდა და აზრს მართმევდა. გრძნობა, რომელიც გეუბნება რომ მაინც არაფერი არ გამოგივა და ტყუილად ნუ ირჯებიო. იმედიღა მქონდა შემორჩენილი რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. საკუთარ თავს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და დავტუქსე. -არ შეიძლება ასე ყველაფერზე ხელის ჩაქნევა. ცოტა უნდა იფართხალო, აბა მზად არავინ არაფერს არასოდეს არ მოგცემს.- გავიფიქრე მე და საკუთარი თავის დატუქსვით და შემდეგ გამხნევებით კმაყოფილი დავრჩი. გამეღიმა.

 -ნეტა რა გაცინებს? -მისაყვედურა მეგობარმა.

   მე არაფერი მითქვამს. ის აქეთ-იქით იყურებოდა რა დაინახა ასეტიო. აბა ხომ არ ვეტყოდი ჯერ თავი გავიკრიტიკე და შემდეგ გავამხნევე მეთქი. იფიქრებდა სულ შეიშალა საცოდავიო. წარმოიდგინეთ თქვენმა მეგობარმა რომ გითხრათ ასეთი რამე. რას იფიქრებდით?

  კოლიამ სიგარეტს მოუკიდა. ვიგრძენი რომ ნერვები მოეშალა. ელჩი რომ აგვიანებდა იმაზე თუ ჩემზე ეს ვერ გავიგე, მაგრამ შეკითხვა მაინც ვერ დავუსვი. ასეთი იყო ჩემი მეგობარი. ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა ეშველა და მოსრიალდა ბატონი ელჩი თავილი გერმანული “მერსედესით”. ჩვენ გვეგონა რომ შევიდოდა თუ არა თავის კაბინეტში იმ წამსვე დაგვიძახებდა და რით გემსახუროთო გვეტყოდა. მანქნიდან რომ გადმოვიდა დავინახეთ მისი გაბღენძილი სახე იმის მერე აღარ გვინახავს. ნახევარ საათში შეგვიშვეს საელჩოში. საბედნიეროდ ისეთი რიგი არ იყო, როგორც პურის მაღაზიებთან ოთხმოცდაათიანების დასაწყისში. შევედით თუ არა ვიღაც ფრაუ მოგვესალმა და უკრაინულად გვკითხა რა გნებავთო. პასუხის შემდეგ კედლისკენ მიგვითითა. იქ იყო ყველანაირი ინფორმაცია ვიზების შესახებ. ერთთვიანი ვიზა რომ აგეღოთ უნდა დალოდებოდით ერთი კვირა, შეგევსოთ უნდა რაღაც ფურცლები და ასეთი აბდა-უბდა, მაგრამ ეს არაფერი. ვიზის საფასური დედაჩემის სახლის ფასს უტოლდებოდა. კოლიას ელდა ეცა. დავინახე თუ როგორ გადაურბინა სახეზე რაღაც გაუგებარმა გრძნობამ. სიტყვა არ გვითქვამს არცერთს ისე გამოვედით იქიდან. ფრაუ კარებში დაგვეწია და სად მიდიხართ საბუთებია შესავსებიო გვითხრა. -ხვალ მოვალთ ამ დროზე- უთხრა კოლიამ. ფრაუ მიტრიალდა და შევიდა. მე სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გამეცინა. მასაც გაეცინა. ორი წუთის შემდეგ სიცილი ხარხარში გადაიზარდა. გამვლელების ყურადღება მივიქციეთ. თან მივდიოდით. ცოტა ხნის შემდეგ კოლიამ სრულიად სერიოზული ტონით მკითხა ხვალისთვის თუ მქონდა რაიმე დაგეგმილი. მე თავი გავაქნიე. -ჰოდა, თუ გცალია მაშინ შენ გამოუარე იმ ქალსო. ისევ ვიცინეთ. ბოლოს შევჩერდით რადგან სიცილისგან მუცლები გვტკიოდა. ცოტა ხანში სახლისაკენ გავეშურეთ. ორივემ ვიცოდით რომ გერმანიის ვიზის აღება უაზრობა იყო და პოლონეთის საზღვარი ვიზის გარეშე როგორმე უნდა გადაგვეკვეთა.

 თუ თვიმფრინავით ვერ გავფრინდებოდით, მაშინ მატარებლით მგზავრობა იდეალური გამოსავალი იყო.

3 thoughts on “უსახელო ამბავი: თავი მეორე

  1. ძალიან კარგი წერის მანერა გაქვს, მომეწონა, ასე განაგრძე.. და ამმ. დადე ამ ნაწარმოების შემდეგი თავებიიი :))

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s