მე მინდა მქონდეს სახლი…

   “ბომჟი” – ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე. ადამიანი გარიყული და მოშორებული საზოგადოების მიერ. ის ვინც არავის აინტერესებს. ეს არიან პიროვნებები, რომლებსაც გააჩნიათ თანაბარი უფლებები, გრძნობები და მოთხოვნილებები, ისე როგორიც მე და თქვენ. ისინი როგორც წესი სასმელის, ოჯახური კონფლიქტის, მოტყუების ან ძალიან იშვიათად საკუთარი ნების გამო ხდებიან უსახლკაროები.

     სხვადასხვა ქვეყანაში პირობები და მოთხოვნილებები სხვადასხვა აქვთ.  მაგალითად თურქეთში ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან. ძირითადად სამხრეთ-დასავლეთში: ანტალიაში, ალანიაში, ქემერში, იზმირში. იქ სადაც ზამთარში საშუალო ტემპერატურა +16 გრადუსია. მე ხუთი წელი ვცხოვრობდი ანტალიაში და არაერთხელ მინახავს ისინი. იქ მათ “evsiz”-ს ეძახიან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მათი უმეტესობა საჭმლის ძებნაშია და არ არის დამოკიდებული ალკოჰოლზე. ისინი საკუთარ სამყაროში საკუთარი ტრაგედიის მსხვერპლი არიან და არ უნდათ ამის ვინმესთან გაზიარება. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან შორიახლოს “ბინადრობდა” არ იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი. ყოველთვის მოგესალმებოდა და გაგიცინებდა. ორად ორი ყვითელი კბილი და ჟღალი წვერი იქ მას ყველასგან გამოარჩევდა. ცალ ფეხზე ეცვა, ცალზე არა. ერთი ჩანთა, ერთი ბალიში და კატა ეს იყო მისი მთელი ცხოვრება და ეს გამოარჩევდა მას სხვებისგან. რამდენჯერმე ვკითხე მისი ცხოვრების ამბავი. მან თავი დახარა და კატას ეფერებოდა. ბოლოსდაბოლოს ეს ხომ facebook არ არის რომ share ან like გააკეთო. ეს ცხოვრებაა და ამის გაზიარება ძალიან ცოტას თუ უნდა.

    რუსეთი- ეს ცალკე სასაუბრო თემაა და იქ უსახლკაროთა რეკორდული მაჩვენებელია. ჩელიაბინსკში “ბომჟს” ძეგლი დაუდგეს. http://bomz.org/homeless/?country=1

    გერმანიაში უსახლკარო არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამა უმაღლეს დონეზე მუშაობს და ვინც საჭიროებს, უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ადგილით და სამსახურით.

   აშშ-შიც ძალიან ბევრი არიან. ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს.   ამ შემთხვევაში მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ-ერთ მათგანზე. http://new.music.yahoo.com/blogs/amplifier/51933/golden-voiced-homeless-man-captivates-internet/ იხილეთ, მოუსმინეთ და თქვენი აზრი მაინტერესებს. თან ამერიკაში PR კარგად ეხერხებათ და თუ მოინდომეს გმირად გახდიან.

     საბოლოოდ იმ აზრზე ვრჩები, რომ უმეტეს მათგანს უბრალოდ არ გაუმართლა და არ ვარ დარწმუნებული რომ ყველა მათგანს სახლი უნდა. უბრალოდ ცოტა ყურადღება, ცოტა სიყვარული და არა სიძულვილი, ცოტაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ…

4 thoughts on “მე მინდა მქონდეს სახლი…

  1. არც უსახლკარო ვარ , არც მათხოვარი მაგრამ მთელი კვირა ბომჯივით კი ვცხოვრობდიიი… სიმართლე გითხრათ საშინელებააა….

    • მე მგონი ყველას აქვს ასეთი მომენტები ცხოვრებაში როცა გეზარება ყველაფერი.

  2. აშშ-ში ბევრია. მე ამჟამად ვაშინგტონში ვარ და თითქმის ყველა მეტროს შესასვლელთან ბინადრობენ ბომჟები. ზამთარია და თავს აქ აფარებენ. სხვადასხვა ორგანიზაციები მათ პლედებს ურიგებს და არიან გახვეულები ორ-სამ პლედში და სხედან ძირს. ხანდახან უფასო ბუტერბროდებს ურიგებენ… უმეტესობა შავკანიანია. ზაფხულში მეტროდან სკვერებში ინაცვლებიან. თუმცა ეხლაც, ზამთარში პარკშიც სხედან ხოლმე რა სულ ხარხარი და ლაპარაკი ისმის ერთმანეთში. ალბათ სიმწრის სიცილია:/

  3. საერთოდ, კაი ხალხია ბომჟები, ცუდი ბომჟი არ მინახია მე. ვფიქრობ, სწორედ ეს თვისებაა ძირითადად იმის მიზეზი, რომ საცოდავად არიან.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s