რამეები…

რამდენიმე მეები და რამდენიმე რამეები

ცოდვიანი დღეები და ფიქრიანი ღამეები

საქმიანი დღეები და სულ უაზრო საქმეები

რისთვის ვხარჯე ამდენი დრო? რატომ მქონდა უქმეები?

რამდენიმე მეები და რამდენიმე რამეები

ნაცრისფერი მოგონება, ჩამსხვრეული სარკეები,

უფერული ფერები და უცისკროვნო მნათეები

მარტოსული სახლები და ცარიელი ვაკეები.

რამდენიმე მეები და რამდენიმე რამეები

სულ ცხრამეტი ზამთარი და თვითმკვლელობის ღამეები,

მოღალატე მეგობრები, მშიშარა და ბაქიები

ჩხუბისათვის მზადყოფნაში, მუდამ ეჭვის ლაქიები.

რამდენიმე მეები და რამდენიმე რამეები

ფერწასული წარსული და დაგებული მახეები,

ზოგის ნაზი თითები და ბევრის ტკბილი ბაგეები

დატანჯული გულები და გაბზარული სახეები.

რამდენიმე მეები და რამდენი რამეები

კითხვით გადატვირთული სწრაფი მდინარეები

რამდენჯერმე რატომ? რისთვის? უამრავჯერ თუები,

სიგარეტის კვამლი, ღვინო, თავი განაბრუები.

რამდენიმე მეები და რამდენიმე რამე

რაც არ უნდა იფიქრო, მაინც უნდა ვთქვა მე

რაც არ უნდა დამცინო, მაინც უნდა ვთქვა მე,

რომ დამრჩა ორი მე და რამდენიმე რამე.

რამდენიმე მე და რამდენიმე რამე

მეყოფა რაც ვიწვალე და რაც სიმწარე ვჭამე,

რაც ვიავადმყოფე, რაც ცრემლები ვნამე

დამრჩა ორი მე და რამდენიმე რამე.

რამდენიმე მე და რამდენიმე რამე

გვპარავს ჩვენ საკუთრებას სათითაოდ ღამე,

ეს მინდა რომ გაიგო, ეს მინდა რომ ვთქვა მე

მე კი დამრჩა ორი მე და რამდენიმე რამე.

მხოლოდ ორი მე და რამდენი რამეები

ნეტავ როდის გვეღირსება ბედნიერი დღეები?

ორად ორი მე და რამდენიმე რამე,

ალბათ მასაც მოგვპარავს უმადური ღამე.

ერთი მე და ერთი მე და რამდენიმე რამე

ხომ არ გინდა მასწავლო ან მითხრა რამე?

საქართველოს სიყვარული გულში თუკი ჩაგრჩა,

მოუარე იმ რამეებს თუკი რამე დაგრჩა.

რამეები მრავლობითში, მხოლობითში რამე

სულ ეს არიც რასაც მე ვგძნობ, რაც მინდა რომ ვთქვა მე,

ერთი მე და ერთი მე და რამდენიმე რამე

მოემზადეთ, მოდის ბნელი, შავზე შავი ღამე.

One thought on “რამეები…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s