ცხოვრების ფერები

აინთება სულის ლურჯი სანთელი, 

სხეულს ცისკენ გაიტაცებს ფიქრი…

განათდება ბნელი გული ნათელით,

 ვარდისფერი სურვილი კი მიჰქრის…

 ჩემში ამღვრეული სევდა ნავარდობს

და მთვარეს ჭამენ ცივი ღრუბლები,

გრძნობებზე თამაშს თავს არ ანებებ

“მე მიყვარხარო” არ მეუბნები.

ტკბილი ოცნებით დამესხა რეტი,

სიმართლე მიბოჭავს ხელებს,

მთელი სიმწარით ან უფრო მეტით

ვპარავ ცხოვრებას ფერებს.

შავიც, ნაცრისფერიც, ისედაც მქონდა,

მხოლოდ წავართვი თეთრი

ლურჯი ვთხოვე და აღარა ჰქონდა

მაგის პატრონიაო ღმერთი.

კარგი, ლურჯ ფერებს მე დავივიწყებ,

რადგან არა ვარ წმინდა,

შენ კი ლამაზო ვერ ვერ დაგივიწყებ,

შენზე ფერება მინდა…

ჩემში ამღვრეული სევდა ნავარდობს

და მთვარეს ჭამენ ცივი ღრუბლები…

გრძნობებზე თამაშს თავს არ ანებებ,

გიყვარვარ მაგრამ არ მეუბნები!..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s