ქეთის

წვიმდება, მოდის მეორე, აზრი იყოფა ორად

ცრემლი, ბრაზი და ცოდვები, არავინა მყავს სწორად

მხოლოდ შენ მინდა მიშველო, ისევ გამხადო ერთი

გთხოვ დამეხმარე, მიშველე და დამიხსენი ქეთი!

დადგება წუთი შიშის და ლტოლვის, შიში მე მახსოვს, ლტოლვა კი არა

გაფერადდება ჩემი ოცნება? კვლავ გაიხსნება ჩემი იარა?..

ტკივილიც მომდევს დაბადებიდან, მოლოდინი და სული ეული

ბევრი კითხვები, სულ უპასუხოდ, უსასრულობა გამორჩეული.

სულ არ მინდოდა მე ეს სიცოცხლე, სულაც არ მინდა მე ის სიკვდილი

სიბნელე არის ჩემი ცხოვრება, ჯოჯოხეთი მაქვს ალბათ მისჯილი…

და უცებ რაღაც თეთრი წერტილი, თეთრი მიზეზი, წყალობა, ღმერთი,

რომ ვიცხოვრო და რომ მიყვარდეს ჩემი მიზეზი შენა ხარ ქეთი.

ისევ წვიმდება, ისევ მეორე, აზრი იყოფა ორად,

დარდი, მიზანი, ცოტა იმედი, არავინა მყავს სწორად

მხოლოდ შენ უნდა მიშველო, ისევ გამხადო ერთი,

გთხოვ დამეხმარე, მიშველე და დამიხსენი ქეთი.

ცხოვრება ისე ჩაივლის, როგორც სიცხისგან ბოდვა

არაფერს ფასი არა აქვს, დარჩება მხოლოდ ცოდვა,

მაინტერესებს ორიდან თუ რომელს გაგვსჯის უფალი

ჯოჯოხეთი თუ სამოთხე, ვიქნები თავისუფალი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s