მფრინავი აჩრდილები ანუ მე, პატარა და მეორე

  ჩრდილები აირივნენ და ყველაფერი გაშავდა…

  ხანდახან იგრძნობ ხოლმე რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს და ეს რაღაც გაწვალებს. გაწვალებს, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებ, იმიტომ რომ არ იცი გამოგივა თუ არა. სიზმარია თუ ცხადი.

  მახსოვს… მატარებელში ვიჯექი. ის მისრიალებდა და რელსებზე უკრავდა. უაზრო, მაგრამ რითმი მაინც ეთქმოდა. (საშინელი სმენა მაქვს) სამნი ვიყავით. მე, პატარა და მეორე. მე მე ვიყავი. პატარა ჩაფსკვნილი იყო, მეორე კი თოთხმეტი წლის. მატარებლის გატაცება მოგვინდა. ჩაფსკვნილმა ანუ პატარამ, მემანქანეობის სურვილი გამოთქვა და წინა ვაგონებისკენ გაქანდა. მივხვდი, რომ საუკეთესო აზრი არ იყო. მიმოვიხედე. ვაგონში ჩვენს გარდა არავინ იყო. გიჯობა დაიწყო. ვაგონის ბოლოში ხმაური მომესმა. იქიდან ორი პოლიციელი მოდიოდა. მაღალი ისე უშნოდ იღეჭებოდა, რომ ეტყობოდა ბაბოლის უკუჩვენების მსხვერპლი იყო. მეორეს მათ დანახვაზე ფერი აეკრიფა. ვაგონის ვაკუუმს ღია ფანჯარა არღვევდა და მეორემაც იქით გადახტომა მოინდომა. გამოუვიდა. დავრჩი მე. მათ მზერა ჩემზე გადმოიტანეს. დავიძაბე. წამიც და ცალი ფეხი ფანჯრის მიღმა მქონდა. შევყოყმანდი, მაგრამ მაინც გადავხტი. დაცემამდე მათ სახეებზე ღიმილი დავინახე. გადავიფიქრე გადახტომა. ზურგში ტკაცუნი და ტკივილის დიდი აბზაცი ვიგრძენი… მატარებლის ხმა დიდხანს გაისმოდა ექოსავით. დიდხანს ვიყავი ალბათ ასე “წამოწოლილი”. სიბნელე, სიცივე, მარტოობა… რომ ავდექი ირგვლივ არაფერი ჩანდა. კივილი მომესმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სისხლი გამეყინა. უკან შრიალის ხმა გავიგონე. გაჩერება არ მინდოდა და წავედი. თუმცა არც კი ვიცოდი სად მივდიოდი. მივდიოდი და ამ ყველაფერს თითქოს ზევიდან ვხედავდი. იაფფასიან 3D თამაშებშია. ბოლოს ნასახლართან გავჩერდი. კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. არც პატარა ჩანდა და არც მეორე. –ნეტავ სად არიან მეთქი,–გავიფიქრე. ნასახლარის ქვევიდან ხმები შემომესმა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ადამიანის ხმა იყო. მივუახლოვდი და ნასახლარის ქვეშ ხვრელი შევამჩნიე. შევცოცდი. სულ სამი ხვრელი იყო. სამივეში გავძვერი. შიშის გრძნობა არ მქონდა. გამიკვირდა. იქ უფრო ნათელი იყო ვიდრე გარეთ, ასე რომ სილუეტებს ვარჩევდი. ქალის და კაცის. ისინი იწვნენ. კუთხეში წკმუტუნი გაისმა. სამი თუ ოთხი ძაღლი იყო.

 –აქ დავრჩეთ.–გაისმა იქიდან.

 –ოღონდ შენთან ვიყო და…–იყო პასუხი.

 –ჰო, ეგონებათ, რომ გავიქეცით.

 ეტყობოდა ვერ მამჩნევდნენ. მეც არ მიცდია მათთან დალაპარაკება. უჩვეულო იყო ეს ყველაფერი.

 მალე გათენდა. რიჟრაჟზე გამოვედი. სიცივე ვიგრძენი. ნემსის ჩხვლეტაც. ვგრძნობდი რომ დასვრილი ვიყავი. შარვლის დაფერთხვა მინდოდა და რომ დავიხედე მსუქანი მეჩვენა ჩემი თავი. –რა მსუქანა ხარ!–მითხრა მეორემ. ნაცნობი ხმა გავიგონე და გამიხარდა. გავიხედე. იქით მე და მეორე იდგნენ. ახლა მე პატარა ვიყავი. –ეს როგორ?–გამიელვა თავში. ფიქრები მჭამდა. ისინი იცინოდნენ. –ნახეთ, იქ ხვრელში ქალი და კაცია. და ძაღლებიც…–ხელებს ვიშვერდი და ჩემი მსუქანი, პუტკუნა ხელები მეცნო. ეს ხომ მე ვიყავი. შვიდი წლის. ხმაც შეცვლილი მქონდა.

 –ისინი აჩრდილები არიან– მიპასუხა მემ.–აჩრდილები რომლებიც ჩვენ გვიცავენ…

ღამის უკუნეთს მზის სხივები ებრძოდნენ და ასუსტებდნენ მის გავლენას. ძაღლები ყეფა–ყეფით გამოვარდნენ და ჰაერზე დარბოდნენ. მალე სილუეტებიც გამოჩდნენ. თანდათან მაღლა იწევდნენ და ნათდებოდნენ… ტალახი შარვლიდან გამიქრა და მე ახლა მეორე გავხდი. პატარას და მეს ვხედავდი. ისინი მიცინოდნენ. ჩაფსკვნილს შარვალი დასვროდა. ჰორიზონტზე მზის სხივები, რომლებიც ჩემს სახემდე აღწევდნენ აჩრდილებმა გადაკეტეს. სახეზე სიცივე ვიგრძენი. პატარა და მე მე მიყურებდნენ. ისინი ერთი წამით შეყოყმანდნენ და ცისკენ გაფრინდნენ. სიცივე სითბოდ გადაიქცა ჩემს შუბლზე. ტუჩები ვიგრძენი და ხმა, ხმა რომელიც ყველა ადამიანისთვის ძვირფასი და ერთადერთია. დედის ხმა, რომელიც სიხარულით სავსე იყო და იძახოდა: –გამოვიდა, გამოვიდა, ჩემი შვილი კომიდან გამოვიდა. მადლობა უფალს…

 ახლა მე მე ვიყავი. პატარა და მეორე კი იცინოდნენ…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s