რატომ?

ზიხარ ჩუმად,
შენთვის, მარტო,
არაფერს არ ემალები
რატომ? რატომ? რატომ? რატომ?
გაგიბრწყინდა შენ თვალები,
იქნებ ფიქრობ, ფიქრობ იქნებ
მომიარა ზმანებამ
მისი სახე ვნახე,
                             ნახე?
ვერსად დამემალება.
აი ნახავ, ვნახავ…
                              ნება
სურვილი კი ძლიერდება
მერე ქრება ნება–ნება
მან რომ თავი დამანება,
                               რა იქნება?
რა იქნება?
სუნთქვაც ახლა შემეკვრება
სული მძვრება, ფერი კრთება
მან რომ თავი დამანება
                               რა იქნება?
რა იქნება?
თვალი, ცრემლი, ცრემლი, თვალი
თვალზე ნამი, ერთი წამი
ზმანება თუ სიყვარული
ამერიოს თითქმის, ლამის
                                       ამის?
განა შენ თქმა გინდა რამის?
სამი რამის?
                       კიდევ ამის,
ლამის სიყვარულის წამის,
კალმის სიტყვის, თვალზე ნამის
გულში რამის,
                         ამის?
–განა გეშინია?
                         –მეშინია?
სულაც არა, კმარა, ჩქარა
განა გინდა? სული წმინდა
ერთმა წამმა წაგიწყმიდა,
გინდა, მინდა, სულ არ მინდა
სიკვდილისა შეგეშინდა?
ნუთუ?
            განა?
                     შეგეშინდა?
შემეშინდა, შეგეშინდა
მე?    
       შენ?
ო, არა! კმარა, ჩქარა
სიკვდილი გინდა?
ნუთუ? რატომ?
განა ამის
შედეგია ერთი წამი?
წამი,
        ნამი,
                სამი რამე,
სიყვარული მიითვისე,
სულ შეჭამე.
განა? ნუთუ?
                     იქნებ არა,
სულაც არა, კმარა,
                               ჩქარა,
ჩქარა ნება ან ზმანება
არა, არა, მომიარა…
დარჩა ცოდვა,
                           ბოდვა, რამე
მიითვისე, სულ შეჭამე…
ნუთუ მართლა?
                              არ ვარ ღირსი?
რისი?
          ჩემი,
                   შენი,
                            მისი,
                                     სხვისი,
ნება ჩემი, ცოდვა მისი
განაჩენი სხვისი,
                              სხვისი…

One thought on “რატომ?

  1. რა კარგია!ძალიან,ძალიან მომეწონა!

    ,,მან რომ თავი დამანება
    რა იქნება?
    რა იქნება?
    თვალი, ცრემლი, ცრემლი, თვალი
    თვალზე ნამი, ერთი წამი
    ზმანება თუ სიყვარული
    ამერიოს თითქმის, ლამის
    ამის?”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s