მეკარგება შენი სახე

ხასიათზე მთვარის სუნთქვა

სადაური, სად გასული,

მეკარგება შენი სახე

მოწყენილი, ფერწასული.

მთვარის შვილებს ღუპავს ქარი,

მანახევრებს ფიქრი მალი

მეკარგება შენი სახე

ტირის შავი როიალი…

ჟანგისფერი მთვარე კვდება,

კვლავაც ისმის ოხვრა ნელი

მეკარგება შენი სახე,

თავს იღუპავს ეს სანთელი…

ცხოვრებაზეც მთვარის სუნთქვა

უკვე ნაღდი, გარდასული,

მეკარგება შენი სახე

დალეული, ფერწასული…

4 thoughts on “მეკარგება შენი სახე