დიდი ხანია მინდოდა დამეწერა პოსტი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ძვირფას ქვებსა და ლითონებზე. როგორც იცით, ქალების ერთ-ერთ სისუსტედ ბრილიანტები და ძვირფასი ქვები მიიჩნევა. (შოპინგის და სერიალების შემდეგ) ყოველთვის მაინტერესებდა რატომ იკეთებენ ახალგაზრდა ქალები უზარმაზარ (15გრ ან მეტ) საყურეებს, რომლებიც დედამთილმა ან დიდმა ბებიამ თავის გამოჩენის მიზნით აჩუქა? ამაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ გაიკეთებენ მერე იმ საყურეებს და ათი წლის შემდეგ ბოდიში და “შრეკივით” ყურები აქვთ. (თუ ის მისმა ქმარმა არ დაალომბარდა რათქმაუნდა) 
ჩვენს ცხოვრებაში ფასიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუთუ იმდენად რომ საყვარელი ადამიანის სიხარულად ღირდეს?
სულ არსებობს ორი სახეობის ქვები: ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. ძვირფას ქვებს მიეკუთვნება: 1. ბრილიანტი (გრანირებული ალმასი) 2. საფირი 3. ლალი 4. ზურმუხტი 5. მარგალიტი დანარჩენი სხვა (ხელოვნური მინის გარდა) მიეკუთვნებიან ნახევრად-ძვირფას ქვებს, (100 მდე სხვადასხვა) რომლებიდანაც გამორჩეულად ლამაზი ქვებია: ტოპაზი, ოპალი, ძოწი, აკვამარინი, ამეთვისტო, ტურმალინი, ტურკუაზი, ფირუზი, ქარვა და შავი აგატი. ისინი გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებითაც და შეუძლიან იმოქმედონ პატრონის ხასიათსა და განწყობაზე. მაგალითად: თუ თქვენ დაიბადეთ ოქტომბერში თქვენი ქვაა ოპალი, რომელსაც შეუძლია ფერი შეიცვალოს თქვენი ხასიათიდან გამომდინარე. ფირუზი – ერთგულების ქვაა. ავადმყოფობის მოახლოებისთანავე უფერული ხდება. საფირს შეუძლია დაგიცვათ დარტყმის ძალისგან და უარყოფითი აურისგან, ისევე როგორც ცისფერ ტოპაზს. ძოწი – სიყვარულის ინდიკატორია. თუ სიყვარული აღარ არის ქვა აუცილებლად ტყდება ან იბზარება. ის აუცილებლად ნაჩუქარი უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ. 
ქვრივი ქვები: ქვრივ ქვებს მიეკუთვნებიან მარგალიტი და აგატი. არასოდეს არ ატაროთ ეს ქვები კენტ რაოდენობაში. სასურველია ბეჭედი და კოლიე, რათა ჰარმონია იყოს ქვებს შორის. მარგალიტი – სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და არ უყვარს სინესტე, ხოლო აგატი გიცავთ ავი თვალისგან.
ამ ბოლო დროს დაიწყო საინტერესო სინთეზი ოქროს ფერებს შორის, რაზეც მომავალში დავწერ. (ინფორმაციისთვის, არსებობს ოქროს 23 სხვადასხვა ფერის ტონალობა)
როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ოქრო უხარისხოსგან?
როგორც იცით ოქროს ხარისხი განისაზღვრება სინჯით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია 585/14კ, 750/18კ და უმაღლესი სინჯი 999/24კ. 585=14 კარატს (კარატი აღნიშნავს ოქროს სუფთა შემცველობას შენადნობში
ან სამკაულში) მაგ: თუ ოქროს სინჯია 585 ანუ 14 კ, მაშინ ეს ნიშნავს რომ ოქრო შეიცავს 58,5% სუფთა ოქროს, 30% ვერცხლს და 11,5% თეთრს ოქროს ანუ პლატინას. არსებობს აგრეთვე 333 და 583 სინჯების მქონე ოქრო, რომლებსაც ფართოდ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირის დროს. გინდათ გაიგოთ როგორ გავარჩიოთ უხარისხო ოქრო ხარისხიანისგან? აიღეთ სანთებელა და 10-15 წამის განმავლობაში მოუკიდეთ ცეცხლი სამკაულს, ისე რომ ზედ არსებულ ძვირფას ქვას ალი არ მოხვდეს. (თუ არის რათქმაუნდა) შემდეგ როგორც წესი ის ადგილი უნდა გაშავდეს, სადაც ოქროს ცეცხლთან ჰქონდა კავშირი. გაცივების შემდეგ ის ადგილი გაწმინდეთ უბრალო ნაჭრით. თუ ოქრო ხარისხიანია, მაშინ სიშავე არ უნდა დარჩეს.
განმარტება: ოქროს თვითღირებულების დასაკლებლად, ხშირად მიმართავენ ხრიკს და ვერცხლის და პლატინის ნაცვლად ურევენ ისეთ მეტალებს როგორიცაა: კალა, ალუმინი, სპილენძი და ათასი სხვა ჯანდაბა. ასეთი ლითონები ცეცხლთან მიმართებაში არამდგრადია და ამიტომაც შავდება.
იმედი მაქვს ეს პოსტი დაგეხმარებათ მომავალში საყვარელი ადამიანისთვის სამკაულის შესარჩევად. აჩუქეთ მათ ძვირფასი ქვები და სამკაულები. ისინი ღირსნი არიან.